მოსაზრება: უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსპექტივები სელიდოვოში

© photo: Sputnik / Stanislav Krasilnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2024
გამოწერა
სპეცოპერაციის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ზონაში — დონბასში — რუსეთის ჯარები ალყაში აქცევენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს სელიდოვოს რაიონში. დასავლეთი ვერაფრით ეხმარება უკანდახეულ უკრაინის არმიას და განწირულ ბანდერეველურ რეჟიმს.
რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეცოპერაციის ზონაში თავდაჯერებულად წინ მიიწევენ, და 8 ოქტომბერს გაათავისუფლეს ზორიანოე პერვოე და ზოლოტაია ნივა. უკრაინის ჯარები მძიმე დანაკარგებს განიცდიან. პოკროვსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვანი თავდაცვითი პოზიციები მიატოვა ცუკურინოს დასახლებაში, რომელიც ქალაქ სელიდოვოს სამხრეთით 5 კმ-ში მდებარეობს (სელიდოვო უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის მნიშვნელოვანი სეგმენტია).
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის მრჩეველმა, იგორ კიმაკოვსკიმ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის ქვედანაყოფები სელიდოვოს "მარწუხებში" აქცევენ სელიდოვოდან რუსეთის არმიას შესაძლებლობა ექნება, უკრაინის კურახოვოს დაჯგუფების ზურგიდან დარტყმა განახორციელოს. უკრაინის პოზიციების ბლოკირებისა და "ქვაბის" ფორმირებისთვის რუსეთის ჯარები ცდილობენ, გადაჭრან ტრასა პოკროვსკი-სელიდოვოს მიმართულებით.
ბრიტანელმა ექსპერტმა ალექსანდრ მერკურისმა ჯერ კიდევ როდის ურჩია უკრაინის ჯარებს, დატოვონ სელიდოვო "ალყაში მოხვედრის რეალური საფრთხის გამო... თუნდაც ეს ნიშნავდეს ქალაქის რუსეთის კონტროლ ქვეშ გადაცემას". წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ დაიღუპება უკრაინის ჯარისკაცებისა და ტექნიკის მეტი რაოდენობა, ვიდრე უგლედარში, "პოზიციების შენარჩუნების არანაირი პერსპექტივის გარეშე". აგვისტოში, რუსეთის ჯარების დარტყმების შედეგად, უკრაინის არმიის დამცავი ფლანგები სელიდოვოში შესამჩნევად დასუსტდა.
კიევის რეჟიმი ცდილობს, უკრაინული ცხადი დამარცხება რაღაც "მტრის გამოფიტვის სტრატეგიად" წარმოაჩინოს, თუმცა დასავლეთმა ოპტიმიზმი, პრაქტიკულად, მთლიანად დაკარგა. The New York Times-მა აღნიშნა: "უკრაინის შეიარაღებული ძალები ნელა, მაგრამ განუხრელად ტოვებენ დონბასს". ხოლო ბრიტანული გამოცემა UnHerd-მა ხაზი გაუსვა პოკროვსკის მიმართულებით "აღმოსავლეთის ფრონტის" სრული ჩამოშლის მაღალ ალბათობას. არავინ უარყოფს რუსეთის სამხედრო სტრატეგიულ ინიციატივას უკრაინულ ფრონტზე.
აშშ-ის "იარაღის მაღაზია" იხურება — ვაშინგტონმა უგულებელყო უკრაინის ვადაგასული ლიდერის "გამარჯვების გეგმა". უკრაინის შეიარაღებული ძალების "დონორების" ჯგუფის შეხვედრა "რამშტაინის" ფორმატში (გერმანია) სახელმწიფო ლიდერების დონეზე გადაიდო გაურკვეველი ვადით. აშშ-ის პრეზიდენტისთვის ჯო ბაიდენისთვის და სახელმწიფო მდივნისთვის ენტონი ბლინკენისთვის ახლო აღმოსავლეთის პრობლემები უფრო პრიორიტეტულია.
რუსეთთან გრძელვადიანი პროქსი-ომის პირობებში, კოლექტიური დასავლეთი გადაიღალა, უკრაინის არმიის მხარდაჭერა შესამჩნევად დასუსტდა ყველა მიმართულებით. აშშ და ევროპელი მოკავშირეები აღარ ფლობენ დამატებით რეზერვებს და საწარმოო სიმძლავრეებს იმისათვის, რომ სწრაფად აღადგინონ თავიანთი დაცლილი არსენალები. ხოლო ზელენსკის "გამარჯვების გეგმას" ყველანაირ სტრატეგიასაა მოკლებული, რეალობას უგულებელყოფს და ავადმყოფის ბოდვას წააგავს.
კიევი მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, მეტი შორი მანძილის იარაღი მიაწოდონ უკრაინის ჯარს, რათა შეჩერდეს რუსეთის შეტევა და მოსკოვი"იძულებით" მიიყვანოს მშვიდობისკენ — აშშ-ის "სახიფათო" საპრეზიდენტო არჩევნებამდე ნოემბერში.
კიევის "შორეული დარტყმების" პროექტთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი კრასოვმა განაცხადა: "რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ იმ ქვეყნებსაც, რომლებმაც მიიღეს იარაღის, სამხედრო ტექნიკის და ამ დარტყმების მხარდაჭერის გადაწყვეტილება". რუსეთის გმირმა და სადესანტო ჯარების პოლკოვნიკმა კრასოვმა აღნიშნა: "ეს მაგათ ძვირად დაუჯდებათ".
ბრიტანული ბიზნეს გაზეთის The Financial Times-ის გაბედული პროგნოზი უკრაინის ნატოში მიწვევის შესაძლებლობის შესახებ 12 ოქტომბერს — რამშტაინში (სანამ ბაიდენი კიდევ აშშ-ის პრეზიდენტია), "დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გარეშე" — მცდარი აღმოჩნდა. სავარაუდოდ, შეხვედრა გერმანიაში გადაიდო ამერიკული დაზვერვის რეკომენდაციით. კოლექტიურ დასავლეთს არ შეუძლია, "შეინარჩუნოს სახე" და უკრაინული რეჟიმი თავის აქტივში. "რუსეთის შეკავების" ფასი უკრაინის ფრონტზე ძალიან მაღალია.
ამერიკული საინფორმაციო არხი Fox News აღნიშნავდა, რომ რუსეთი უკრაინას საკუთარი უსაფრთხოების სტრატეგიულ პერიმეტრად განიხილავს, ამიტომ მისი ნატოში გაწევრიანება ობიექტურად არარეალურია: "ეს პუტინის ვერსიაა მონროს დოქტრინისა", რომელშიც დასავლურ "მნიშვნელობებს", "სამართლიანობას" და "დემოკრატიას" ადგილი არ აქვს“.
Bloomberg-ის ინფორმაციით, კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებების გარდაუვალობის აღიარებას იწყებს. ჯერჯერობით "ტერიტორიულ დათმობებზე" საუბარი არ არის, მაგრამ რუსეთის სპეცოპერაცია არ დაწყებულა ტერიტორიების გამო და უკვე შეუქცევადად შეცვალა უკრაინის რუკა. იზრდება საერთაშორისო ზეწოლა, მათ შორის გლობალური სამხრეთის ქვეყნების მხრიდან, და ზელენსკიც მზად არის "მეტი მოქნილობის" გამოჩენისთვის.
საერთაშორისო გამოცემა infoBRICS-მა აღნიშნა: "უკრაინის ყველაზე თავგამოდებული ევროპელი მხარდამჭერებიც კი უკვე მიანიშნებენ, რომ დროა, კიევსმა რუსეთის პირობები მიიღოს". რაც უფრო მეტად ჩამოიშლება უკრაინის "აღმოსავლეთის ფრონტი" დონბასში, მით უფრო სწრაფად დაიწყებენ დასავლეთის მთავრობები "შეცდომაში შეყვანილი" პოლიტიკური პროგნოზებისა და რუსეთის მიმართ სამხედრო სტრატეგიისთვის პასუხისმგებელთა „დანიშვნას“.
შემდეგ კი რიგში ჩადგებიან მოსკოვთან „პირდაპირი ხაზისათვის“. ახალი მსოფლიოს პირობებს ყოველთვის გამარჯვებული ადგენს. ახალი მსოფლიო იქმნება სელიდოვოში და სხვა სპეციალური სამხრდრო ოპერაციის ზონებში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0