https://sputnik-georgia.com/20241011/ramden-mgzavrs-moemsaxurnen-aeroportebi-290319774.html
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - მონაცემები განახლდა
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე პოპულარულ აეროპორტად კვლავ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი რჩება - მიმდინარე წლის ცხრა თვეში იგი 3,6 მლნ მგზავრს მოემსახურა 11.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-11T19:00+0400
2024-10-11T19:00+0400
2024-10-11T19:00+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_0:0:3167:1782_1920x0_80_0_0_dabdce1fe472af5561ea8aa6dac15f94.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებით 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 5,7 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა - აღნიშნული მაჩვენებელი 26%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 37%-ით მეტი 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებზე, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ქვეყნის სამივე აეროპორტში.საქართველოში ყველაზე პოპულარულ აეროპორტად კვლავ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი რჩება - მიმდინარე წლის ცხრა თვეში იგი 3,6 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 და 2019 წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით 31% და 22%-ით მეტია.ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტით 1,3 მლნ მგზავრმა ისარგებლა. მგზავრთნაკადის ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 104% შეადგინა.საანგარიშო პერიოდში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 753,5 ათას მგზავრს მოემსახურა - 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით 43%-ით და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ით მეტს.გარდა ამისა, მიმდინარე წლის ცხრა თვეში შესრულდა 24,3 ათასი ავიარეისი - 25% და 26%-ით მეტი 2023 და 2019 წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით.რაც შეეხება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას, აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 28%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 114%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში სულ 219.876 ფრენა დაფიქსირდა.პოზიტიური დინამიკა გრძელდება საჰაერო ტვირთების გადაზიდვებში. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 17.216,208 ტონა შეადგინა - 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვა 24%-ით გაიზარდა. 2024 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში ოპერირებს 53 ავიაკომპანია, რომლებიც ფრენებს მსოფლიოს 104 მიმართულებით ასრულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_1fc1f9346b01f75e4db34b120c0d06c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - მონაცემები განახლდა
საქართველოში ყველაზე პოპულარულ აეროპორტად კვლავ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი რჩება - მიმდინარე წლის ცხრა თვეში იგი 3,6 მლნ მგზავრს მოემსახურა
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებით 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 5,7 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა - აღნიშნული მაჩვენებელი 26%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 37%-ით მეტი 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებზე, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ქვეყნის სამივე აეროპორტში.
საქართველოში ყველაზე პოპულარულ აეროპორტად კვლავ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი რჩება - მიმდინარე წლის ცხრა თვეში იგი 3,6 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 და 2019 წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით 31% და 22%-ით მეტია.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტით 1,3 მლნ მგზავრმა ისარგებლა. მგზავრთნაკადის ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 104% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 753,5 ათას მგზავრს მოემსახურა - 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით 43%-ით და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ით მეტს.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის ცხრა თვეში შესრულდა 24,3 ათასი ავიარეისი - 25% და 26%-ით მეტი 2023 და 2019 წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით.
რაც შეეხება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას, აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 28%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 114%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში სულ 219.876 ფრენა დაფიქსირდა.
პოზიტიური დინამიკა გრძელდება საჰაერო ტვირთების გადაზიდვებში. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 17.216,208 ტონა შეადგინა - 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვა 24%-ით გაიზარდა.
2024 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში ოპერირებს 53 ავიაკომპანია, რომლებიც ფრენებს მსოფლიოს 104 მიმართულებით ასრულებს.