https://sputnik-georgia.com/20241011/peskovi-savizo-rejimis-shemsubuqebis-shesaxeb-290324742.html
ჩვენს ხალხებს შორის დიალოგი არ შეწყვეტილა: პესკოვი სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ
ჩვენს ხალხებს შორის დიალოგი არ შეწყვეტილა: პესკოვი სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ
Sputnik საქართველო
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო. საქართველომ ვიზები ცალმხრივად 2012 წლის დასაწყისში გააუქმა. 11.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-11T22:00+0400
2024-10-11T22:00+0400
2024-10-11T22:00+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/0c/266603218_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_152aa262ed6e11f701cc3a1cc9ca8605.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. რუს და ქართველ ხალხებს შორის დიალოგი არ შეწყვეტილა, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა ერთია, ჰუმანიტარული ურთიერთობები კი მეორე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციაში სავიზო რეჟიმის შემსუბუქებასთან დაკავშირებით.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციაში ვიზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შევიდნენ „სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ფედერაციაში დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო. საქართველომ ვიზები ცალმხრივად 2012 წლის დასაწყისში გააუქმა.2023 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დაწესდა. თუმცა ეს რეჟიმი არ ეხებოდა პირებს, რომლებიც რუსეთში სამ თვეზე მეტი ვადით მიდიოდნენ სამუშაოდ.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/0c/266603218_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_f5c8e401490ef03809b9870adc51878e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
ჩვენს ხალხებს შორის დიალოგი არ შეწყვეტილა: პესკოვი სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო. საქართველომ ვიზები ცალმხრივად 2012 წლის დასაწყისში გააუქმა.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. რუს და ქართველ ხალხებს შორის დიალოგი არ შეწყვეტილა, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა ერთია, ჰუმანიტარული ურთიერთობები კი მეორე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციაში სავიზო რეჟიმის შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციაში ვიზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შევიდნენ „სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ფედერაციაში დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
„სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ერთია, ჰუმანიტარული ურთიერთობები კი, როცა საქმე ეხება ხალხთა შორის დიალოგს, ფაქტობრივად, არ შეწყვეტილა თქვენ იცით, რომ ჩვენთან ქართული დიასპორა საკმაოდ დიდია, ჩვენი ტურისტები საქართველოში ჩადიან. ეს ნორმალური პროცესია “, - განაცხადა პესკოვმა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო. საქართველომ ვიზები ცალმხრივად 2012 წლის დასაწყისში გააუქმა.
2023 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დაწესდა. თუმცა ეს რეჟიმი არ ეხებოდა პირებს, რომლებიც რუსეთში სამ თვეზე მეტი ვადით მიდიოდნენ სამუშაოდ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.