https://sputnik-georgia.com/20241011/kaladze-tbilisis-avtosadgurebis-mdgomareobaze-290327343.html
არ აკმაყოფილებს სტანდარტებს - კალაძე ავტოსადგურების მდგომარეობაზე
არ აკმაყოფილებს სტანდარტებს - კალაძე ავტოსადგურების მდგომარეობაზე
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერის თქმით, ავტოსადგურების კეთილმოწყობა არ შედის ქალაქის მერიის კომპეტენციაში. 11.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-11T22:39+0400
2024-10-11T22:39+0400
2024-10-11T22:39+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24834/07/248340779_0:100:3070:1826_1920x0_80_0_0_ad66034ebb8ce93e2eb36aef5ec1514f.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ავტოსადგურები არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებენ, თუმცა მათი მოდერნიზაცია ეკონომიკის სამინისტროს ეხება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.დედაქალაქში არსებული ავტოსადგურების მდგომარეობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური საერთაშორისო გადაზიდვების რეფორმის ფონზე გახდა, რომელიც საქართველოში აქტიურ ფაზაში ხორციელდება.ამასთან, მან აღნიშნა, რომ ავტოსადგურების კეთილმოწყობა არ შედის ქალაქის მერიის კომპეტენციაში. „მერია არაფერ შუაშია. ეს ეკონომიკის სამინისტროს თემაა და მათ უნდა მივმართოთ. როგორც ვიცი, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ძნელი სათქმელია, რა ეტაპზეა იგი", – განაცხადა კალაძემ.თბილისში სულ ოთხი ავტოსადგურია - „დიდუბის" მეტროს სადგურთან, საიდანაც ტრანსპორტი და საერთაშორისო ავტობუსები დასავლეთის მიმართულებით გადიან, ორთაჭალაში - საიდანაც საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ავტობუსები გადიან, მეტროს სადგურ „სამგორთან" - საიდანაც მიკროავტობუსები და ავტობუსები მიემგზავრებიან აღმოსავლეთის მიმართულებით და ავტოსადგური რკინიგზის სადგურის შენობასთან, საიდანაც ტრანსპორტი გადის როგორც დასავლეთის, ისე სამხრეთის მიმართლებით.2024 წლის 1-ელი თებერვლიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც არეგულირებს ავტოსადგურების მუშაობას და საქალაქთაშორისო და შიდა სამგზავრო გადაზიდვებს. ხელისუფლება რეფორმის სრულად დასრულებას 2025 წლის მაისისთვის გეგმავს. ქვეყანაში ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამიერიდან მხოლოდ ავტოსადგურიდან ავტოსადგურამდე იმოძრავებს.მუნიციპალიტეტების საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა მკაცრად დადგენილი მარშრუტებით განხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24834/07/248340779_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_2511ee1f7bcc9d60d266879d9329fad0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
არ აკმაყოფილებს სტანდარტებს - კალაძე ავტოსადგურების მდგომარეობაზე
დედაქალაქის მერის თქმით, ავტოსადგურების კეთილმოწყობა არ შედის ქალაქის მერიის კომპეტენციაში.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის ავტოსადგურები არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებენ, თუმცა მათი მოდერნიზაცია ეკონომიკის სამინისტროს ეხება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დედაქალაქში არსებული ავტოსადგურების მდგომარეობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური საერთაშორისო გადაზიდვების რეფორმის ფონზე გახდა, რომელიც საქართველოში აქტიურ ფაზაში ხორციელდება.
„ავტოსადგურები, ძირითადად, კერძო საკუთრებაა და, რა თქმა უნდა, მათი დღევანდელი მდგომარეობა არ შეესაბამება არანაირ სტანდარტს. ბუნებრივია, იგი მოითხოვს განახლებას, სივრცის რეაბილიტაციას და ნორმალური ინფრასტრუქტურის შექმნას“, - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ავტოსადგურების კეთილმოწყობა არ შედის ქალაქის მერიის კომპეტენციაში.
„მერია არაფერ შუაშია. ეს ეკონომიკის სამინისტროს თემაა და მათ უნდა მივმართოთ. როგორც ვიცი, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ძნელი სათქმელია, რა ეტაპზეა იგი", – განაცხადა კალაძემ.
თბილისში სულ ოთხი ავტოსადგურია - „დიდუბის" მეტროს სადგურთან, საიდანაც ტრანსპორტი და საერთაშორისო ავტობუსები დასავლეთის მიმართულებით გადიან, ორთაჭალაში - საიდანაც საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ავტობუსები გადიან, მეტროს სადგურ „სამგორთან" - საიდანაც მიკროავტობუსები და ავტობუსები მიემგზავრებიან აღმოსავლეთის მიმართულებით და ავტოსადგური რკინიგზის სადგურის შენობასთან, საიდანაც ტრანსპორტი გადის როგორც დასავლეთის, ისე სამხრეთის მიმართლებით.
2024 წლის 1-ელი თებერვლიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც არეგულირებს ავტოსადგურების მუშაობას და საქალაქთაშორისო და შიდა სამგზავრო გადაზიდვებს. ხელისუფლება რეფორმის სრულად დასრულებას 2025 წლის მაისისთვის გეგმავს.
ქვეყანაში ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამიერიდან მხოლოდ ავტოსადგურიდან ავტოსადგურამდე იმოძრავებს.
მუნიციპალიტეტების საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა მკაცრად დადგენილი მარშრუტებით განხორციელდება.