https://sputnik-georgia.com/20241011/14-oqtombers-sveticxovelshi-sashvebis-gareshe-sheizleba-misvla-290320331.html
საპატრიარქო: 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში ყველა მსურველს საშვების გარეშე შეეძლება მისვლა
საპატრიარქო: 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში ყველა მსურველს საშვების გარეშე შეეძლება მისვლა
Sputnik საქართველო
სვეტიცხოვლობა არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ. 11.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-11T16:00+0400
2024-10-11T16:00+0400
2024-10-11T16:00+0400
საქართველო
რელიგია
საეკლესიო კალენდარი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0f/283274500_0:16:1280:736_1920x0_80_0_0_9715c31ec16e81bb131f143d06dad086.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. 14 ოქტომბერს მცხეთასა და სვეტიცხოველში ყველა მსურველს მისვლა საშვების გარეშე შეეძლება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოში დიდი რელიგიური დღესასწაული – მცხეთობა–სვეტიცხოვლობა 14 ოქტომბერს აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.ტრადიციულად დღესასწაული ყოველ წელს საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთაში იმართება, სადაც მორწმუნეები მთელი ქვეყნიდან დილიდან იკრიბებიან. დილიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.ქვეყანაში 14 ოქტომბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული.სვეტიცხოველიმცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი სქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. ტაძარი 1010-1029 წლებშიIV საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. მსგავსი ტაძრები აშენდა იმავე პერიოდში კახეთში — ალავერდის ტაძარი და ქუთაისში — ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და XV-XVII საუკუნეებშიმისი საფუძვლიანი რეკონსტრუქციები ჩატარდა.გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.IV საუკუნეშიწმინდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ეს ხე მოუჭრიათ და მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. მაგრამ კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილზე ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო.V საუკუნისბოლოს ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილზე უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე დღევანდელი სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს პირველმა კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით XI საუკუნის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ადგილზე ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ააგო. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი.სვეტიცხოველი – მთლიანად შენარჩუნებული ძეგლებიდან საქართველოს უდიდესი არქიტექტურული ძეგლია. ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0f/283274500_85:0:1220:851_1920x0_80_0_0_cdff27c7a5df5a8a5844017dac6e68e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რელიგია, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რელიგია, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება, ახალი ამბები
საპატრიარქო: 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში ყველა მსურველს საშვების გარეშე შეეძლება მისვლა
სვეტიცხოვლობა არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. 14 ოქტომბერს მცხეთასა და სვეტიცხოველში ყველა მსურველს მისვლა საშვების გარეშე შეეძლება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში დიდი რელიგიური დღესასწაული – მცხეთობა–სვეტიცხოვლობა 14 ოქტომბერს აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.
„გილოცავთ მოახლოებულ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს და გისურვებთ ღვთის შეწევნასა და მფარველობას. ამასთან გაცნობებთ, რომ 14 ოქტომბერს მცხეთასა და სვეტიცხოველში, წინა წლების მსგავსად, ყველა მსურველს შეეძლება მისვლა საშვების გარეშე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ტრადიციულად დღესასწაული ყოველ წელს საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთაში იმართება, სადაც მორწმუნეები მთელი ქვეყნიდან დილიდან იკრიბებიან. დილიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.
ქვეყანაში 14 ოქტომბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული.
მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი სქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. ტაძარი 1010-1029 წლებშიIV საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. მსგავსი ტაძრები აშენდა იმავე პერიოდში კახეთში — ალავერდის ტაძარი და ქუთაისში — ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და XV-XVII საუკუნეებშიმისი საფუძვლიანი რეკონსტრუქციები ჩატარდა.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
IV საუკუნეშიწმინდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ეს ხე მოუჭრიათ და მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. მაგრამ კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილზე ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო.
V საუკუნისბოლოს ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილზე უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე დღევანდელი სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს პირველმა კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით XI საუკუნის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ადგილზე ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ააგო. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.
სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი.
სვეტიცხოველი – მთლიანად შენარჩუნებული ძეგლებიდან საქართველოს უდიდესი არქიტექტურული ძეგლია. ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.