https://sputnik-georgia.com/20241010/uzravi-qoneba-tbilisshi-kvlevis-shedegebi-290270050.html
უძრავი ქონება თბილისში - ახალი კვლევის შედეგები
უძრავი ქონება თბილისში - ახალი კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
2024 წლის რვა თვეში საქართველოს მოქალაქეების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების წილმა 78% შეადგინა. 10.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-10T11:49+0400
2024-10-10T11:49+0400
2024-10-10T11:49+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/08/251410176_0:158:3000:1846_1920x0_80_0_0_9bc0864da5840cc0e66e15e3fa501490.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის აგვისტოში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 10,6%-ით, მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით კი 5,4%-ით შემცირდა, ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ბაზრის მიმოხილვაში.აგვისტოში დედაქალაქშო 3,1 ათასი ბინა გაიყიდა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მოთხოვნა დაბალი რჩება, თუმცა მაინც გაზრდილია მაისში მოთხოვნის ვარდნის შემდეგ, როდესაც გაყიდვებზე გავლენა იქონია უქმეებმა და საპროტესტო აქციებმა.აგვისტოში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდ დიღომში, საბურთალოსა და სამგორში, ყველაზე ნაკლები კი მთაწმინდაზე, ჩუღურეთსა და ვაშლიჯვარში.ამასთან, ბინების ყველაზე მაღალი ფასი მთაწმინდის რაიონში დაფიქსირდა - კვადრატულ მეტრზე 2.658 დოლარი, შემდეგ მოდის ვაკე - 2.271 დოლარი და ჩუღურეთი - 1.675 დოლარი კვადრატულ მეტრზე. ყველაზე დაბალი ფასები დაფიქსირდა გლდანში - კვადრატულ მეტრზე 1.035 დოლარი, დიდ დიღომში - 997 დოლარი და ვაშლიჯვარში - 952 დოლარი.2024 წლის რვა თვეში საქართველოს მოქალაქეების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების წილმა 78% შეადგინა. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ისრაელის მოქალაქეების წილი გაიზარდა 5-დან 11%-მდე, რუსეთის მოქალაქეების წილი კი შემცირდა 9-დან 2%-მდე.აგვისტოში თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა წლიურ ჭრილში 5,5%-ით შემცირდა - მიმდინარე წლის რვა თვეში მთლიანობაში გაიყიდა 1.953,4 მლნ დოლარის ღირებულების ბინები (+1% წ/წ).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/08/251410176_165:0:2836:2003_1920x0_80_0_0_21954d03bacabdfe19b15a0ea95847ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
უძრავი ქონება თბილისში - ახალი კვლევის შედეგები
2024 წლის რვა თვეში საქართველოს მოქალაქეების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების წილმა 78% შეადგინა.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის აგვისტოში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 10,6%-ით, მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით კი 5,4%-ით შემცირდა, ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ბაზრის მიმოხილვაში.
აგვისტოში დედაქალაქშო 3,1 ათასი ბინა გაიყიდა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მოთხოვნა დაბალი რჩება, თუმცა მაინც გაზრდილია მაისში მოთხოვნის ვარდნის შემდეგ, როდესაც გაყიდვებზე გავლენა იქონია უქმეებმა და საპროტესტო აქციებმა.
G&T-ის ინფორმაციით, ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინები (51-80 მ2) დომინირებდა, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო. გარდა ამისა, შეინიშნება ბიუჯეტური კლასის ბინების (501-800$ მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
აგვისტოში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდ დიღომში, საბურთალოსა და სამგორში, ყველაზე ნაკლები კი მთაწმინდაზე, ჩუღურეთსა და ვაშლიჯვარში.
ამასთან, ბინების ყველაზე მაღალი ფასი მთაწმინდის რაიონში დაფიქსირდა - კვადრატულ მეტრზე 2.658 დოლარი, შემდეგ მოდის ვაკე - 2.271 დოლარი და ჩუღურეთი - 1.675 დოლარი კვადრატულ მეტრზე.
ყველაზე დაბალი ფასები დაფიქსირდა გლდანში - კვადრატულ მეტრზე 1.035 დოლარი, დიდ დიღომში - 997 დოლარი და ვაშლიჯვარში - 952 დოლარი.
2024 წლის რვა თვეში საქართველოს მოქალაქეების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების წილმა 78% შეადგინა. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ისრაელის მოქალაქეების წილი გაიზარდა 5-დან 11%-მდე, რუსეთის მოქალაქეების წილი კი შემცირდა 9-დან 2%-მდე.
აგვისტოში თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა წლიურ ჭრილში 5,5%-ით შემცირდა - მიმდინარე წლის რვა თვეში მთლიანობაში გაიყიდა 1.953,4 მლნ დოლარის ღირებულების ბინები (+1% წ/წ).