https://sputnik-georgia.com/20241010/mdinaradze-evroparlamentis-rezolucias-akritikebs-290306595.html
დეპუტატი: ევროპარლამენტის რეზოლუცია - საქართველოს საქმეებში ჩარევა და ომისკენ მოწოდება
დეპუტატი: ევროპარლამენტის რეზოლუცია - საქართველოს საქმეებში ჩარევა და ომისკენ მოწოდება
Sputnik საქართველო
ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ დაადასტურა, რომ მათ არ აინტერესებს ქართველი ხალხის სურვილები, მიაჩნია მდინარაძეს. 10.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-10T19:49+0400
2024-10-10T19:49+0400
2024-10-10T19:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:58:2400:1408_1920x0_80_0_0_e7b6c4e81f0c08fe5dd6a57cd4107f7b.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი მკაცრი რეზოლუცია არის არა მხოლოდ ქვეყნის საქმეებში ჩარევა და ომისკენ მოწოდება, არამედ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გავლენის მოხდენის მცდელობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.რეზოლუციაში საუბარია საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონების გაუქმებაზე. ასევე არის ევროკავშირისადმი მოწოდება გაყინოს საქართველოს მთავრობისთვის ყველა დაფინანსება და შემოღებულ იქნას სანქციები „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".მისი თქმით, 9 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციამ „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“ დაადასტურა, რომ ევროპარლამენტს არ აინტერესებს ქართველი ხალხის სურვილები.მდინარაძის თქმით, გუშინ პირდაპირ ითქვა ის, რასაც აქამდე ერიდებოდნენ და რაც პოლიტიკოსის აზრით ყველაზე მთავარია, ოპოზიცია სამი წლის განმავლობაში უარყოფდა ფაქტს, რომ ისინი ითხოვდნენ სანქციების დაწესებას.„გუშინ, ევროპის ერთ-ერთი მაღალი ტრიბუნიდან პირველად, ღიად ითქვა, რომ ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ეკონომიკურად მინიმუმ ორჯერ უარეს მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს, ვიდრე პანდემიის დროს იყო”, -დასძინა მდინარაძემ.შესაბამისად, მდინარაძის თქმით, ეს არ ნიშნავს მხოლოდ ჩარევას და ზეგავლენის მოხდენას.„ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტორების დასანქცირებისკენ. ეს არის პირდაპირი მოწოდება საქართველოში ლგბტ-პროპაგანდისკენ და გამჭვირვალობის გაუქმებისკენ”, -აღნიშნა მდინარაძემ.მდინარაძის თქმით, საბოლოოდ ეს ყოველივე დადასტურდა გუშინ, როცა „კარტები გაიხსნა". „დადასტურდა, რომ ისინი არა ქართველ ხალხს, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის კლასტერს ანუ აგენტურას უჭერენ მხარს“, - განაცხადა მდინარაძემ.უკრაინაში საომარი მოქმედებები დაწყების შემდეგ ევროპარლამენტმა 9 ოქტომბერს საქართველოს მიმართ რიგით მეოთხე მკაცრი რეზოლუცია მიიღო. მას მხარი 720 დეპუტატიდან 495-მა დაუჭირა, წინააღმდეგ 73 ევროპარლამენტარმა მისცა ხმა.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. დღემდე არცერთი გამოთქმული ბრალდება არ დადასტურებულა.2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.გლობალური ომის პარტიაუკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.ამასთან, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა და საქართველოზე ზეწოლა შემცირდება.როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას". ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეარყიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_e0d2616f08cae416e1ff8d65e2c12bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
დეპუტატი: ევროპარლამენტის რეზოლუცია - საქართველოს საქმეებში ჩარევა და ომისკენ მოწოდება
ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ დაადასტურა, რომ მათ არ აინტერესებს ქართველი ხალხის სურვილები, მიაჩნია მდინარაძეს.
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი მკაცრი რეზოლუცია არის არა მხოლოდ ქვეყნის საქმეებში ჩარევა და ომისკენ მოწოდება, არამედ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გავლენის მოხდენის მცდელობა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
რეზოლუციაში საუბარია საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონების გაუქმებაზე. ასევე არის ევროკავშირისადმი მოწოდება გაყინოს საქართველოს მთავრობისთვის ყველა დაფინანსება და შემოღებულ იქნას სანქციები „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
„გარდა იმისა, რომ ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ასევე არის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ”,- განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, 9 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციამ „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“ დაადასტურა, რომ ევროპარლამენტს არ აინტერესებს ქართველი ხალხის სურვილები.
„მათ თქვეს: „არ გვაინტერესებს ხალხი, გააუქმეთ კანონები, რომლებიც ჩვენ არ გვაწყობს. ხალხი არაფერ შუაშია. გამოუშვით მკვლელი სააკაშვილი და დაასანქცირეთ ადამიანი, რომელიც არის თქვენთან მშვიდობის გარანტი, რომელიც არის ქველმოქმედი“, -განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, გუშინ პირდაპირ ითქვა ის, რასაც აქამდე ერიდებოდნენ და რაც პოლიტიკოსის აზრით ყველაზე მთავარია, ოპოზიცია სამი წლის განმავლობაში უარყოფდა ფაქტს, რომ ისინი ითხოვდნენ სანქციების დაწესებას.
„გუშინ, ევროპის ერთ-ერთი მაღალი ტრიბუნიდან პირველად, ღიად ითქვა, რომ ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ეკონომიკურად მინიმუმ ორჯერ უარეს მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს, ვიდრე პანდემიის დროს იყო”, -დასძინა მდინარაძემ.
შესაბამისად, მდინარაძის თქმით, ეს არ ნიშნავს მხოლოდ ჩარევას და ზეგავლენის მოხდენას.
„ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტორების დასანქცირებისკენ. ეს არის პირდაპირი მოწოდება საქართველოში ლგბტ-პროპაგანდისკენ და გამჭვირვალობის გაუქმებისკენ”, -აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, საბოლოოდ ეს ყოველივე დადასტურდა გუშინ, როცა „კარტები გაიხსნა".
„დადასტურდა, რომ ისინი არა ქართველ ხალხს, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის კლასტერს ანუ აგენტურას უჭერენ მხარს“, - განაცხადა მდინარაძემ.
უკრაინაში საომარი მოქმედებები დაწყების შემდეგ ევროპარლამენტმა 9 ოქტომბერს საქართველოს მიმართ რიგით მეოთხე მკაცრი რეზოლუცია მიიღო. მას მხარი 720 დეპუტატიდან 495-მა დაუჭირა, წინააღმდეგ 73 ევროპარლამენტარმა მისცა ხმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. დღემდე არცერთი გამოთქმული ბრალდება არ დადასტურებულა.
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
ამასთან, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა და საქართველოზე ზეწოლა შემცირდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.
„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას". ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეარყიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიონ.