ნაბიჯი დაახლოებისკენ: ფიფია ქართველებისთვის რუსეთის უვიზო რეჟიმის გაფართოებაზე

© courtesy of Mamuka Pipiaმამუკა ფიფია
მამუკა ფიფია - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2024
გამოწერა
მიმდინარე წლის 15 ივნისს პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების თხოვნით მიმართა.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმiრ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ კიდევ ერთი ნაბიჯია რუსეთის მხრიდან საქართველოსთან დაახლოებისკენ, განაცხადა პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის" საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა. საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლის უფლება მიეცათ — ყოველი 180 დღიდან ჯამში 90 დღემდე ვადით, დიპლომატიური, სამსახურებრივი, კერძო, საქმიანი, ტურისტული და ჰუმანიტარული მიზნებით, ასევე მოკლევადიანი სწავლისთვის.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ახალი ბრძანებულების თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის 10 ოქტომბერს, გამონაკლისი, რომლისთვისაც ადრე ვიზა იყო საჭირო, აღარ არის. კერძოდ, რუსეთის ფედერაციაში ვიზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ შევიდნენ „სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ფედერაციაში დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.

„რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან დაახლოებისკენ. ამ გადაწყვეტილებამ ჩვენს ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების სრული გაუქმება, ლეგალური დასაქმების კვოტა, ასევე ამნისტია დეპორტირებული ქართველებისთვის. სამივე ჩვენი მოთხოვნა შესრულებულია“, - განაცხადა ფიფიამ.

როგორც ფიფიამ განმარტა, ქართულმა პარტიამ რუსეთის ფედერაციაში ლეგალური დასაქმებისთვის მინიმუმ ხუთი ათასი ადამიანის კვოტა მოითხოვა.
„რუსული მხარე კიდევ უფრო შორს წავიდა, არანაირი კვოტა არ არის, იგი უბრალოდ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს საშუალებას იპოვოს სამუშაო. თუ საქართველოს მოქალაქე წავა რუსეთში და დასაქმდება, მას შეუძლია დარჩეს რუსეთში იმდენ ხანს, რამდენიც მოესურვება. ასევე, სწავლის მიზნით“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მიმდინარე წლის 15 ივნისს პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების თხოვნით მიმართა.
ფიფია გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანად მიიჩნევს, რადგან ის გახდება გამოსავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია რუსეთში არალეგალურად მუშაობენ, რის გამოც ყველაზე მძიმე და დაბალანაზღაურებად სამუშაოზეც კი თანხმდებიან.
„ახლა იმ ქართველებისთვის, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან რუსეთში, ახალი პერიოდი იწყება. ახლა ამ ადამიანებს შეუძლიათ მშვიდად დატოვონ რუსეთი და არ შიში იმის, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებიან", - განაცხადა ფიფიამ.
მისი თქმით, რუსეთში ბევრი სამუშაო ადგილია, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომაც მუშახელი საჭიროა.
დიპლომატიური კავშირების არარსებობის მიუხედავად, საქართველო და რუსეთი ამ წლების განმავლობაში წარმატებით ავითარებდნენ სავაჭრო ურთიერთობებს და დღეს რუსეთის ფედერაცია მეორე ადგილზეა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0