მინისტრი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2024
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას და რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივ სანქციებს არ შემოღებს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“ დაკავშირებით.
რეზოლუციაში საუბარია საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონების გაუქმებაზე. ასევე არის ევროკავშირისადმი მოწოდება გაყინოს საქართველოს მთავრობისთვის ყველა დაფინანსება და შემოღებულ იქნას სანქციები „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
„მათ (სანქციებს) არ შეუძლიათ რაიმე სახის მნიშვნელოვანი ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა სანქციების ქვეშ მყოფებზე და ეს, რა თქმა უნდა, არ შედის არც ქართველი ხალხის და არც საქართველოს ინტერესებში, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილების ჩვენი მხრიდან მიღება შეუძლებელია, ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთხელ ისაუბრა მსგავსი სანქციების არაეფექტურობაზე.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ სანქციების მნიშვნელობა არის კონკრეტული შედეგები, რომლებიც უარყოფითად აისახება იმ პირზე, ვის მიმართაც დაწესებულია სანქციები და არ დააზარალებს სანქციების შემომღებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ითქვა, რომ ამ ტიპის სანქციების შემოღება აშკარად მხოლოდ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სანქციების დაცვას.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. დღემდე არცერთი გამოთქმული ბრალდება არ დადასტურებულა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის 347 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2023 წელს - 852 შემთხვევა. საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა ამ მცდელობის შემთხვევაში, საქონელი დაექვემდებარა უკან გაბრუნებას, გარდა იმ ფაქტებისა, როდესაც სანქციების გვერდის ავლის მცდელობისას დადგა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის საგამოძიებო უწყებას გადაეცა.
უწყების ცნობით, სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლის ფარგლებში შექმნილია ახალი ერთიანი რისკის პროფილები (ჯამში, 37 რისკის პროფილი), რომლის საფუძველზეც, ოპერატიულად იდენტიფიცირდება და მკაცრად კონტროლდება აშშ-ის, ევროკავშირის და სხვა სახელმწიფოების მიერ სანქცირებული საქონელი.
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
ყველა ახალი ამბავი
0