ზახაროვა აშშ-ს მოუწოდებს, დაკავდეს რეპერ Diddy-ს მიერ დაზარალებული ბავშვებით

© photo: Sputnik / Kristina Kormilitsina / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2024
გამოწერა
თბილისი, 9 ოქტომბერი − Sputnik. ვაშინგტონმა, რომელიც საერთაშორისო მორალიზატორად გვევლინება, უკრაინელი ბავშვების ბედზე კი არ უნდა ინერვიულოს და საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს (ICC ) გადაწყვეტილებას კი არ უნდა უჭერდეს მხარს, არამედ იმ ბავშვების ბედით უნდა დაკავდეს, რომლებიც რეპერ Diddy-ს მსხვერპლები გახდნენ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„[შეერთებული შტატები] საერთაშორისო არენაზე პირველ მორალიზატორად გამოდის და ყველას ლექციებს უკითხავენ... მაქვს კითხვა: თუ აშშ-ს და მის სახელმწიფო აპარატს ასე აღელვებს უკრაინელი ბავშვების ბედი, იქნებ რაღაც ეტაპზე დაფიქრდნენ, რა მდგომარეობაში არიან მათი ბავშვები − კონკრეტული ბავშვები, თანაც ცნობილი ბავშვები... იქნებ ICC-მა საკუთარ თავს უჩივლოს?“ − აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
ზახაროვა დარწმუნებულია, რომ შტატებს, იმ ბავშვებზე ზრუნვის გარდა, რომლებიც მათსავე ქვეყანაში ათობით წლის განმავლობაში იყვნენ მსხვერპლი, სხვა ყველაფრისთვის სცალია.
შეგახსენებთ: 2023 წლის მარტში, ICC-ის წინასასამართლო პალატამ, რომლის იურისდიქციას რუსეთი არ ცნობს, დაპატიმრების ორდერი გასცა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ. ICC რუსულ მხარეს, სხვა საკითხებთან ერთად, ბრალს სდებს ბავშვების უკანონო დეპორტაციაში, რომლებიც უკრაინიდან რუსეთში გაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0