https://sputnik-georgia.com/20241009/wknetis-gzatkecilis-reabilitacia-dasrulda-290269199.html
საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია - კალაძე წყნეთის გზატკეცილზე
საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია - კალაძე წყნეთის გზატკეცილზე
Sputnik საქართველო
მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1,3 ათას მეტრ სიგრძის ტერიტორიაზე განხორციელდა 09.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-09T16:13+0400
2024-10-09T16:13+0400
2024-10-09T16:13+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280841967_0:0:1960:1102_1920x0_80_0_0_2253be3c7b71250b1432090f6d730656.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა, იუწყება დედაქალაქის მერია.წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროექტი სამ ნაწილად ხორციელდება. პირველი და მეორე ეტაპების განხორციელება მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო, მესამე ეტაპის განხორციელება კი მომავალ წელს არის დაგეგმილი. პირველ და მეორე ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე განხორციელდა.პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, გარკვეულ მონაკვეთებში გზის სავალი ნაწილი გაგანიერდა, უსაფრთხოებისთვის რკინაბეტონის ფერდის დამცავი კედლები აშენდა, ასევე, არსებული ტროტუარები რეაბილიტირდა, ასევე მოეწყო ახალი ტროტუარები.გარდა ამისა, ქუჩაზე დამონტაჟდა გარე განათების Led-სანათები, მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, სავალი ნაწილი დაიხაზა და სატრანსპორტო ნიშნები განთავსდა. შეიქმნა დაახლოებით 32 საპარკინგე ადგილი, განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები და მოეწყო მიწისქვეშა ურნები.გზის მიმდებარედ არსებული თარგებისა და გზის შუა გამყოფი კუნძულები გამწვანდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2.659 ნერგი დაირგო, ასევე 3, 2 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ბალახი დაითესა და სარწყავი სისტემა მოეწყო. გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.როგორც კალაძემ განაცხადა, გაზაფხულზე დაიწყება ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. გაზაფხულზე დავიწყებთ კუს ტბის ასახვევამდე მონაკვეთის მოწესრიგებას. სასაფლაოს წინ არსებული გზა მძიმე მდგომარეობაშია, ვგეგმავთ მის გაფართოვდება, დასძინა მერმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280841967_149:0:1789:1230_1920x0_80_0_0_cb7d371a525a9aa204f9abbe88069acb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია - კალაძე წყნეთის გზატკეცილზე
მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1,3 ათას მეტრ სიგრძის ტერიტორიაზე განხორციელდა
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა, იუწყება დედაქალაქის მერია.
წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროექტი სამ ნაწილად ხორციელდება. პირველი და მეორე ეტაპების განხორციელება მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო, მესამე ეტაპის განხორციელება კი მომავალ წელს არის დაგეგმილი. პირველ და მეორე ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე განხორციელდა.
„აღნიშნული პროექტი სამეტაპიანია. პირველ ეტაპზე ორი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, მესამე ეტაპი კი მომავალ წელს განხორციელდება, რაც სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზის მონაკვეთის გაგანიერებას და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას მოიცავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც რეაბილიტირებული მონაკვეთი დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, გარკვეულ მონაკვეთებში გზის სავალი ნაწილი გაგანიერდა, უსაფრთხოებისთვის რკინაბეტონის ფერდის დამცავი კედლები აშენდა, ასევე, არსებული ტროტუარები რეაბილიტირდა, ასევე მოეწყო ახალი ტროტუარები.
გარდა ამისა, ქუჩაზე დამონტაჟდა გარე განათების Led-სანათები, მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, სავალი ნაწილი დაიხაზა და სატრანსპორტო ნიშნები განთავსდა. შეიქმნა დაახლოებით 32 საპარკინგე ადგილი, განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები და მოეწყო მიწისქვეშა ურნები.
გზის მიმდებარედ არსებული თარგებისა და გზის შუა გამყოფი კუნძულები გამწვანდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2.659 ნერგი დაირგო, ასევე 3, 2 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ბალახი დაითესა და სარწყავი სისტემა მოეწყო. გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
„პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რადგანაც ამ ტერიტორიაზე მართლაც რთული მდგომარეობა იყო - გადათხრილი ქუჩები, მტვერი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ადგილობრივ მოსახლეობას ფეხით უწევდა გადაადგილება მიმდინარე სამუშაოების გამო. მადლობა მათ მოთმინებისთვის, თუმცა დღეს ხედავთ, როგორი მოწესრიგებულია ყველაფერი და გალამაზებულია“, -განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ განაცხადა, გაზაფხულზე დაიწყება ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. გაზაფხულზე დავიწყებთ კუს ტბის ასახვევამდე მონაკვეთის მოწესრიგებას. სასაფლაოს წინ არსებული გზა მძიმე მდგომარეობაშია, ვგეგმავთ მის გაფართოვდება, დასძინა მერმა.