https://sputnik-georgia.com/20241009/turizmidan-shemosavlebi-gaizarda-seqtembris-monacemebi-290265342.html
ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა - საინვესტიციო კომპანიის შეფასება
ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა - საინვესტიციო კომპანიის შეფასება
Sputnik საქართველო
კომპანიის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმიდან შესავალი 4,4 მლრდ დოლარს მიაღწევს 09.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-09T12:13+0400
2024-10-09T12:13+0400
2024-10-09T12:13+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268681280_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_efb2999adaaa1bb6e2e0e7321834959f.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის ცხრა თვეში ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,3%-ით გაიზარდა და 3,6 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.ანალიტიკოსების მონაცემებით, სექტემბერში ტურიზმიდან შემოსავალი, 2023 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდთან შედარებით, 7,4%-ით გაიზარდა და 450 მლნ დოლარი შეადგინა.კომპანიის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმიდან შესავალი 4,4 მლრდ დოლარს მიაღწევს (2023 წელს 4,1 მლრდ დოლარი იყო).რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებში?2019 წლის პანდემიამდელ პერიოდში საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ინდუსტრიის შემოსავალი დაეცა წარმოუდგენელ 427,7 მილიონ დოლარამდე, 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურით.2021 წელს ტურიზმმა საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.რაც შეეხება 2022 წელს, ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში, 2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი, 2022 წელთან შედარებით, 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268681280_304:0:3035:2048_1920x0_80_0_0_1650f0708eb65dd9f1730d03b823cf68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა - საინვესტიციო კომპანიის შეფასება
კომპანიის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმიდან შესავალი 4,4 მლრდ დოლარს მიაღწევს
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის ცხრა თვეში ტურიზმიდან შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,3%-ით გაიზარდა და 3,6 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების მონაცემებით, სექტემბერში ტურიზმიდან შემოსავალი, 2023 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდთან შედარებით, 7,4%-ით გაიზარდა და 450 მლნ დოლარი შეადგინა.
კომპანიის
პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმიდან შესავალი 4,4 მლრდ დოლარს მიაღწევს (2023 წელს 4,1 მლრდ დოლარი იყო).
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებში?
2019 წლის პანდემიამდელ პერიოდში საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ინდუსტრიის შემოსავალი დაეცა წარმოუდგენელ 427,7 მილიონ დოლარამდე, 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურით.
2021 წელს ტურიზმმა საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
რაც შეეხება 2022 წელს, ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში, 2022 წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი, 2022 წელთან შედარებით, 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.