https://sputnik-georgia.com/20241009/saqartvelom-6-mln-turists-umaspinzla-290292511.html
საქართველომ წლის დასაწყისიდან 6 მილიონამდე ტურისტს უმასპინძლა
საქართველომ წლის დასაწყისიდან 6 მილიონამდე ტურისტს უმასპინძლა
Sputnik საქართველო
იანვარი-სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს 09.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-09T19:00+0400
2024-10-09T19:00+0400
2024-10-09T19:00+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/1d/289631043_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_7e90dbe93133ebff13443150c58adc41.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის იანვარი-სექტემბერში საქართველომ დაახლოებით 5,8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, მათგან 4 მილიონი ტურისტი იყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.მიმდინარე წლის სამ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,1%-ით გაიზარდა. რაც შეეხერბა ტურისტულ ვიზიტებს, იგი 2023 წლის სამ კვარტალთან შედარებით 9,2%-ით გაიზარდა.ლიდერები საქართველოში ვიზიტების კუთხით2024 წლის იანვარი-სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს - 1,1 მილიონზე მეტი, რაც 3,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ქვეყნების ტოპ-15-ში შედის ყაზახეთი, ირანი, ბელარუსი, უკრაინა, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი, გერმანია, პოლონეთი და უზბეკეთი.რა გზით შემოდიან ტურისტები საქართველოშიტურისტების ძირითადი ნაწილი საქართველოში სახმელეთო საზღვრებით შემოვიდა - უცხოელთა საერთო რაოდენობის 62,2%. ჩამოსულების რაოდენობით, „სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი (საქართველო-თურქეთის საზღვარი) ლიდერობს, მეორე ადგილზეა საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული „ყაზბეგის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მესამე ადგილზე კი საქართველო-სომხეთის საზღვარზე არსებული „სადახლოს" გამშვები-პუნქტი.მეორე ადგილზეა საჰაერო გზა - (უცხოელთა საერთო რაოდენობის 37,1%). აქ ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებით 1,2 მილიონამდე მგზავრმა ისარგებლლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/1d/289631043_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_c56e0609618712b6b19ca0264a95da5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველომ წლის დასაწყისიდან 6 მილიონამდე ტურისტს უმასპინძლა
იანვარი-სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის იანვარი-სექტემბერში საქართველომ დაახლოებით 5,8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, მათგან 4 მილიონი ტურისტი იყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
მიმდინარე წლის სამ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,1%-ით გაიზარდა. რაც შეეხერბა ტურისტულ ვიზიტებს, იგი 2023 წლის სამ კვარტალთან შედარებით 9,2%-ით გაიზარდა.
ლიდერები საქართველოში ვიზიტების კუთხით
2024 წლის იანვარი-სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს - 1,1 მილიონზე მეტი, რაც 3,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ქვეყნების ხუთეული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით - 2024 წლის იანვარი-სექტემბერი
ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | ზრდა, % |
რუსეთი | 1 111 | -3,3 |
თურქეთი | 1 060,3 | -2 |
სომხეთი | 732,3 | -0,5 |
ისრაელი | 229,7 | 25,8 |
აზერბაიჯანი | 163,2 | 10,9 |
ქვეყნების ტოპ-15-ში შედის ყაზახეთი, ირანი, ბელარუსი, უკრაინა, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი, გერმანია, პოლონეთი და უზბეკეთი.
რა გზით შემოდიან ტურისტები საქართველოში
ტურისტების ძირითადი ნაწილი საქართველოში სახმელეთო საზღვრებით შემოვიდა - უცხოელთა საერთო რაოდენობის 62,2%.
ჩამოსულების რაოდენობით, „სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი (საქართველო-თურქეთის საზღვარი) ლიდერობს, მეორე ადგილზეა საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული „ყაზბეგის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მესამე ადგილზე კი საქართველო-სომხეთის საზღვარზე არსებული „სადახლოს" გამშვები-პუნქტი.
მეორე ადგილზეა საჰაერო გზა - (უცხოელთა საერთო რაოდენობის 37,1%). აქ ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებით 1,2 მილიონამდე მგზავრმა ისარგებლლა.