https://sputnik-georgia.com/20241009/prezidenti-opoziciastan-shexvedrebs-martavs-290290733.html
მარიონეტი თუ ლიდერი? პრეზიდენტი არჩევნების წინ ოპოზიციასთან შეხვედრებს აგრძელებს
მარიონეტი თუ ლიდერი? პრეზიდენტი არჩევნების წინ ოპოზიციასთან შეხვედრებს აგრძელებს
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების რადიკალიზაციაში ადანაშაულებს. 09.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-09T17:00+0400
2024-10-09T17:00+0400
2024-10-09T17:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283492887_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_b9a2b9ec2bd0f16c45069ea1c6c3b5a3.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარიონეტია, რომელიც გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებს და ამ დავალებების ნაწილი არის ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტექნიკური მთავრობის ფორმირების თაობაზე, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ.ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს. ქარტიის მიხედვით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ყოვლისმომცველი რეფორმები უნდა ჩატარდეს, რომელიც ტექნიკურმა მთავრობამ უნდა განახორციელოს. ამის შემდეგ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.ის განცხადებაც, რაც არის ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებული, სხვა არაფერია, თუ არა გარედან მართული მესიჯი, რომელიც მან უნდა გააჟღეროს და შეეცადოს, რომ მიიტანოს საზოგადოებამდე და მოატრუოს იგი, აღნიშნა დეპუტატმა.მისი თქმით, ეს ფილმი ქართველ ხალხს უკვე ნანახი აქვს.„ქართველი ხალხი მათ კიდევ ერთხელ გაასამართლებს პოლიტიკურ სამსჯავროზე 26 ოქტომბერს,“ - განაცხადა გორდულაძემ.კონსენსუსის გარეშეკონსულტაციების მორიგი რაუნდი, რომელიც წინა დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ბაზაზე შექმნილი ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან მთავარ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.მოლაპარაკებები ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც „ძლიერმა საქართველომ" ზურაბიშვილს უთხრა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიციური მთავრობის შექმნაზე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი არ იყო მიზანშეწონილი და პრეზიდენტს მიუთითეს, რომ თავადვე არღვევს ქარტიაში მის მიერვე ჩაწერილ პუნქტებს.არჩევნები ამ ქვეყანაში და მისი შედეგები ხალხს ეკუთვნის, განაცხადა პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ყველა სხვა საკითხის განხილვა არჩევნების შემდეგ ქარტიის ფარგლებში უნდა მოხდეს.„ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკოსებმა არჩევნებამდე უნდა გადაწყვიტონ ამა თუ იმ თანამდებობის პირის დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი. ქართველი ხალხის არჩევანი ყველაფერზე მაღლა დგას. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დაველოდოთ 26 ოქტომბერს“, -აღნიშნა ხაჭაპურიძემ.პრეზიდენტის რეზიდენციის კარი სამი პარტიისგან შემდგარი კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის გუშინ გაიღო. კონსულტაციების შემდეგ ითქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია მხოლოდ ზოგად პრინციპებზე და სამოქმედო გეგმაზე დისკუსია უნდა გაგრძელდეს.პერსპექტივის გარეშეიმავდროულად, მმართველი გუნდი ზურაბიშვილს პროცესების რადიკალიზაციასა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესი უპერსპექტივოა, ზურაბიშვილი კი იმპიჩმენტის გზით პასუხს აგებს სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევისთვის.7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განაახლებს - გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პრეზიდენტის უცხოეთში კვლავ უნებართვო ვიზიტებია. პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. სპიკერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე იმსჯელებს.მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, ახლა რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტიასალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283492887_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_56f33d662e9376330958b128d326a345.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
მარიონეტი თუ ლიდერი? პრეზიდენტი არჩევნების წინ ოპოზიციასთან შეხვედრებს აგრძელებს
მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების რადიკალიზაციაში ადანაშაულებს.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარიონეტია, რომელიც გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებს და ამ დავალებების ნაწილი არის ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტექნიკური მთავრობის ფორმირების თაობაზე, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ.
ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს. ქარტიის მიხედვით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ყოვლისმომცველი რეფორმები უნდა ჩატარდეს, რომელიც ტექნიკურმა მთავრობამ უნდა განახორციელოს. ამის შემდეგ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
„იგი არის მხოლოდ და მხოლოდ გარედან მართული მარიონეტი და რასაც გარედან დაავალებენ, იმ განცხადებას გააკეთებს ყოველთვის“,-გ ანაცხადა გორდულაძემ.
ის განცხადებაც, რაც არის ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებული, სხვა არაფერია, თუ არა გარედან მართული მესიჯი, რომელიც მან უნდა გააჟღეროს და შეეცადოს, რომ მიიტანოს საზოგადოებამდე და მოატრუოს იგი, აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, ეს ფილმი ქართველ ხალხს უკვე ნანახი აქვს.
„ქართველი ხალხი მათ კიდევ ერთხელ გაასამართლებს პოლიტიკურ სამსჯავროზე 26 ოქტომბერს,“ - განაცხადა გორდულაძემ.
კონსულტაციების მორიგი რაუნდი, რომელიც წინა დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ბაზაზე შექმნილი ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან მთავარ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
მოლაპარაკებები ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც „ძლიერმა საქართველომ" ზურაბიშვილს უთხრა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიციური მთავრობის შექმნაზე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი არ იყო მიზანშეწონილი და პრეზიდენტს მიუთითეს, რომ თავადვე არღვევს ქარტიაში მის მიერვე ჩაწერილ პუნქტებს.
„ქარტიაში არაერთხელ წერია, რომ მთელი პროცესი მას შემდეგ იწყება, რაც პოლიტიკოსები მანდატს მიიღებენ“, - განაცხადა ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ.
არჩევნები ამ ქვეყანაში და მისი შედეგები ხალხს ეკუთვნის, განაცხადა პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და დასძინა, რომ ყველა სხვა საკითხის განხილვა არჩევნების შემდეგ ქარტიის ფარგლებში უნდა მოხდეს.
„ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკოსებმა არჩევნებამდე უნდა გადაწყვიტონ ამა თუ იმ თანამდებობის პირის დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი. ქართველი ხალხის არჩევანი ყველაფერზე მაღლა დგას. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დაველოდოთ 26 ოქტომბერს“, -აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
პრეზიდენტის რეზიდენციის კარი სამი პარტიისგან შემდგარი კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის გუშინ გაიღო. კონსულტაციების შემდეგ ითქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია მხოლოდ ზოგად პრინციპებზე და სამოქმედო გეგმაზე დისკუსია უნდა გაგრძელდეს.
„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას, ამ ეტაპზე კონკრეტულ სახელსა და გვარზე საუბარი არ ყოფილა. პრეზიდენტსაც მშვენივრად ესმის, რომ ახლა მთავარია გამარჯვება და ეს გამარჯვება პოლიტიკურმა პარტიებმა ქართველ ხალხთან ერთად უნდა მოიპოვონ, რისთვისაც აუცილებელია ძალიან აქტიური კამპანია “, - განაცხადა პარტიის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.
იმავდროულად, მმართველი გუნდი ზურაბიშვილს პროცესების რადიკალიზაციასა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესი უპერსპექტივოა, ზურაბიშვილი კი იმპიჩმენტის გზით პასუხს აგებს სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევისთვის.
7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განაახლებს - გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პრეზიდენტის უცხოეთში კვლავ უნებართვო ვიზიტებია. პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. სპიკერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე იმსჯელებს.
„ფაქტია, იმას, რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ეს არ არის პრეზიდენტის საქმე. სრულიად სხვა ფუნქცია უნდა ჰქონდეს და არა საზოგადოების რადიკალიზაციის,, - განაცხადა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, ახლა რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.