პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი საქართველოსა და მის ტრადიციებს მიეძღვნა

© Courtesy of Georgian Calligraphers Association პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი
პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2024
გამოწერა
საკოლექციო ბანკნოტის შექმნაზე ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტების ჯგუფი
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. პირველი ქართული საკოლექციო 8 ათასი ევროს ნომინალის ბანკნოტი მაასტრიხტში, ყოველწლიური ქაღალდის ფულის გამოფენა MIF 2024-ზე წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქვეყნის პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტის ლიმიტირებული გამოცემა 5000 ცალია, რომელიც შეიმუშავა და დააფინანსა კომპანია TRESURIUM-მა და შეიქმნა ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით.
საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებენ. დავით გარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, ქართული მეღვინეობის სიმბოლო - ქვევრი, ქართული კალიგრაფია - სწორედ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ წარსულს წარმოაჩენს პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი„ევრო 8000“.
საკოლექციო ბანკნოტის შექმნაზე ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტების ჯგუფი ცნობილ ქართველ მხატვარ გია ჯაფარიძესთან და კალიგრაფიის ოსტატ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით.
MIF 2024-ის გამოფენაზე, საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის ტურისტული პროდუქტებისა და ქართული ღვინის წარმოების მრავალათასწლიანი ტრადიციის შესახებ პრეზენტაცია - „საქართველო, უნიკალური სამოგზაურო დანიშნულების ადგილი“ გაიმართეს. ასევე მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.
ყველა ახალი ამბავი
0