„ქართული ოცნების" რეიტინგი იზრდება - დეპუტატი GORBI-ის კვლევაზე

© photo: Sputnik / STRINGER„ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერი
„ქართული ოცნების წინასაარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2024
გამოწერა
გამოკითხვის თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ ორ ოპოზიციურ გაერთიანებას ქვს
თბილისი, 9 ოქტომბერი —Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეიტინგი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება, რაც ასახულია საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითი ცენტრ GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მმართველ პარტიას გამოკითხულთა 59,5% უჭერს მხარს. კვლევის შედეგები 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
„არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ ჩვენი რეიტინგი არის 60%-ის ფარგლებში და ეს რეიტინგი კიდევ უფრო მზარდია, რაც ვუახლოვდებით 26 ოქტომბერს. დარწმუნებული ვართ, რომ უფრო მაღალი იქნება ჩვენი შედეგი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც ჩვენი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ხედავს", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" მშვიდობის, ღირსებისა და კეთილდღეობის გარანტია ქვეყანაში.
კითხვაზე „პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", რესპონდენტების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გამოკითხულთა 59,5% მზადაა ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას". წინა გამოკითვის დროს (24 ივლისი-4-აგვისტო) რესპონდენტების 59,3%-მა მხარდაჭერა მმართველ პარტიას გამოუცხადა.
სამი პარტიისგან შექმნი კოალიციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" გამოკითხულთა 13,6% უჭერს მხარს. აღნიშნული პარტიის რეიტინგი თვენახევრის მანძილზე პრაქტიკულად იგივე დონეზეა - 13,1%.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" არის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გაერთიანება მისი ყოფილი წევრების მიერ შექმნილ პარტიებთან - „სტრატეგია აღმაშენებელი" და ევროპული საქართველო".
თითქმის გაორმაგდა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 5,5%-დან 10,3%-მდე. გაერთიანებაში შედის „ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრების მიერ შექმნილი სამი პარტია - „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“.
დარჩენილი კოალიციებისა და პარტიების რეიტინგი, GORBI-ს კვლევის თანახმად, პარლამენტში შესასვლელად საჭირო 5%-ზე დაბალია.
კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" რეიტინგი თვენახევრის მანძილზე 5,8%-დან 4,5%-მდე დაეცა.
აღნიშნულ გაერთიანებაში შედის პარტია „ლელო-საქართველოსთვის", ხალხისთვის", „მოქალაქეები" და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მოედნის" პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები.
რეიტინგი შეუმცირდა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" - 4,8%-დან 3,8%-მდე.
GORBI-ის კვლევის თანახმად, საპარლამენტო პარტია „გირჩის" რეიტინგმა 2,7% შეადგინა (წინა რეიტინგით - 2,1%), ხოლო კონსერვატიული ძალების კოალიცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" - 2,5% (წინა რეიტინგი - 3%).
საზოგადოებრივი აზრის კვლევა საპარლამენტო არჩევნების წინ, თბილისსა და რეგიონებში პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით 18-30 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 1,7 ათასმა ადამიანმა. კვლევის ცდომილება შეადგენს +/-3%-ს.
ცდომილების ზღვარი: +/- 3%
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ყველა ახალი ამბავი
0