https://sputnik-georgia.com/20241009/davitashvilma-postis-speros-warmomadgenlebs-propesiuli-dge-miuloca-290265702.html
ლევან დავითაშვილმა ფოსტის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა
ლევან დავითაშვილმა ფოსტის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა
Sputnik საქართველო
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ელექტრონულ სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ კიდევ უფრო გამოკვეთა საფოსტო სფეროს მნიშვნელოვანი როლი, განაცხადა დავითაშვილმა 09.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-09T13:00+0400
2024-10-09T13:00+0400
2024-10-09T13:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24669/96/246699659_0:329:2000:1454_1920x0_80_0_0_d925181fda07255c486d795f477b8c4d.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ფოსტის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.მსოფლიო ფოსტის დღე ყოველწლიურად 9 ოქტომბერს აღინიშნება. ამ ტრადიციას 1874 წელს შვეიცარიაში, მსოფლიო საფოსტო კავშირის სხდომაზე ჩაეყარა საფუძველი. მინისტრის თქმით, საფოსტო მომსახურების, როგორც სერვისის მიმწოდებლის წარმატების საფუძველი ნდობაა. ყოველდღიურად მილიარდობით საფოსტო გზავნილი მოძრაობს მილიონობით მომხმარებლისთვის. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ელექტრონულ სერვისებზე და განსაკუთრებით ელექტრონულ კომერციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ კიდევ უფრო გამოკვეთა საფოსტო სფეროს მნიშვნელოვანი როლი - ის ხელს უწყობს არა მხოლოდ კომუნიკაციას, არამედ გლობალურ ეკოსისტემაში ციფრული ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ეკონომიკური მდგრადობის გარანტორსა და ხელშესახებ ელემენტს წარმოადგენს.„შეიძლება ითქვას, რომ ფოსტა ის დარგია, რომელიც, პრაქტიკულად, ყოველი ჩვენგანის, თითოეული ადამიანის ცხოვრებას ეხება, და ეს ხდება თქვენი, სფეროში მომუშავე სპეციალისტების დაუღალავი შრომით, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით! დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ძალისხმევით საქართველოს ფოსტის შემდგომი განვითარება უწყვეტად გაგრძელდება,“ - განაცხადა დავითაშვილმა.გაეროს მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ფოსტის თანამშრომელია. ხალხი მათ ანდობს სხვადასხვა პერსონალურ ნივთებს – შეტყობინებებიდან და საჩუქრებიდან დაწყებული, თანხით და მედიკამენტებით დასრულებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24669/96/246699659_464:341:2000:1493_1920x0_80_0_0_f04ee7622b36cf447f79e5c57de325f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ლევან დავითაშვილმა ფოსტის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ელექტრონულ სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ კიდევ უფრო გამოკვეთა საფოსტო სფეროს მნიშვნელოვანი როლი, განაცხადა დავითაშვილმა
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ფოსტის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.
მსოფლიო ფოსტის დღე ყოველწლიურად 9 ოქტომბერს აღინიშნება. ამ ტრადიციას 1874 წელს შვეიცარიაში, მსოფლიო საფოსტო კავშირის სხდომაზე ჩაეყარა საფუძველი.
„დღეს, ციფრულ ეპოქაში, ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების გლობალური პროგრესის ფონზე, საფოსტო სფერო ვითარდება და ასრულებს მნიშვნელოვან როლს ადამიანებს შორის კავშირების დამყარებაში", - ნათქვამია დავითაშვილის მილოცვის ტექსტში.
მინისტრის თქმით, საფოსტო მომსახურების, როგორც სერვისის მიმწოდებლის წარმატების საფუძველი ნდობაა. ყოველდღიურად მილიარდობით საფოსტო გზავნილი მოძრაობს მილიონობით მომხმარებლისთვის.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ელექტრონულ სერვისებზე და განსაკუთრებით ელექტრონულ კომერციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ კიდევ უფრო გამოკვეთა საფოსტო სფეროს მნიშვნელოვანი როლი - ის ხელს უწყობს არა მხოლოდ კომუნიკაციას, არამედ გლობალურ ეკოსისტემაში ციფრული ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ეკონომიკური მდგრადობის გარანტორსა და ხელშესახებ ელემენტს წარმოადგენს.
„შეიძლება ითქვას, რომ ფოსტა ის დარგია, რომელიც, პრაქტიკულად, ყოველი ჩვენგანის, თითოეული ადამიანის ცხოვრებას ეხება, და ეს ხდება თქვენი, სფეროში მომუშავე სპეციალისტების დაუღალავი შრომით, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით! დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ძალისხმევით საქართველოს ფოსტის შემდგომი განვითარება უწყვეტად გაგრძელდება,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
გაეროს მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ფოსტის თანამშრომელია. ხალხი მათ ანდობს სხვადასხვა პერსონალურ ნივთებს – შეტყობინებებიდან და საჩუქრებიდან დაწყებული, თანხით და მედიკამენტებით დასრულებული.