https://sputnik-georgia.com/20241009/5g-teqnologiis-dasanergad-auqcionshi-magtikomi-miigebs-monawileobas-290266193.html
5G ტექნოლოგიის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომი" მიიღებს მონაწილეობას
5G ტექნოლოგიის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომი" მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
კომისიის გადაწყვეტილებით, მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 17 ლოტზე გამოცხადდა. 09.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-09T14:17+0400
2024-10-09T14:17+0400
2024-10-09T14:17+0400
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0b/265888679_0:17:2560:1457_1920x0_80_0_0_33389fe0f0e89adc0f9c6e6abcee0583.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის - 5G-ის დასანერგად მეორედ გამოცხადებულ აუქციონში მობილური ოპერატორი „მაგთიკომი" მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.პირველად 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად აუქციონი კომისიამ 2023 წლის ივლისში გამოაცხადა. Cellfie Mobile იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა, მან ლოტების ნახევარი მოიგო. მაშინ საქართველოს ორმა უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა „სილქნეტმა" და „მაგთიკომმა" მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 17 ლოტზე გამოცხადდა. აუქციონების ფარგლებში, დაგეგმილია 700, 3410-3710 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. ასევე, გამოცხადდება 4 აუქციონი 800 და 2100 მეგაჰერც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიების მოსაპოვებლად.ორივე კომბინირებული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3410-3710 მეგაჰერცი, დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის ერთნაირ ვალდებულებას ითვალისწინებს, ამასთან ორივე კომბინირებულ ლოტზე ლიცენზიის მაძიებელს ექნება არჩევის შესაძლებლობა შეიძინოს ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საბითუმო დაშვების ვალდებულებით, ან აღნიშნული ვალდებულების გარეშე.გამომდინარე იქიდან, რომ ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომუნიკაციების კომისიითვის გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა აუქციონში მონაწილეობა მიიღონ და დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია.ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებული იქნებიან მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები.5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას. აუქციონები მიმდინარე წლის 12 ოქტომბრამდე გაიმართება.5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია EY-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0b/265888679_0:0:2272:1704_1920x0_80_0_0_a7279abaac18f8296319d400b40cb6e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ახალი ამბები
საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ახალი ამბები
5G ტექნოლოგიის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომი" მიიღებს მონაწილეობას
კომისიის გადაწყვეტილებით, მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 17 ლოტზე გამოცხადდა.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის - 5G-ის დასანერგად მეორედ გამოცხადებულ აუქციონში მობილური ოპერატორი „მაგთიკომი" მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
პირველად 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად აუქციონი კომისიამ 2023 წლის ივლისში გამოაცხადა. Cellfie Mobile იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა, მან ლოტების ნახევარი მოიგო. მაშინ საქართველოს ორმა უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა „სილქნეტმა" და „მაგთიკომმა" მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 17 ლოტზე გამოცხადდა. აუქციონების ფარგლებში, დაგეგმილია 700, 3410-3710 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. ასევე, გამოცხადდება 4 აუქციონი 800 და 2100 მეგაჰერც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიების მოსაპოვებლად.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, გამოცხადდება ორი აუქციონი ორ კომბინირებულ, მათ შორის ერთ კონკრეტულ და ერთ აბსტრაქტულ ლოტებზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებითა და ფასით არ განსხვავდებიან.
ორივე კომბინირებული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3410-3710 მეგაჰერცი, დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის ერთნაირ ვალდებულებას ითვალისწინებს, ამასთან ორივე კომბინირებულ ლოტზე ლიცენზიის მაძიებელს ექნება არჩევის შესაძლებლობა შეიძინოს ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საბითუმო დაშვების ვალდებულებით, ან აღნიშნული ვალდებულების გარეშე.
გამომდინარე იქიდან, რომ ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომუნიკაციების კომისიითვის გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა აუქციონში მონაწილეობა მიიღონ და დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია.
ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებული იქნებიან მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები.
დღეისთვის, 5G ინტერნეტის დასანერგად ექსკლუზიური უფლება Cellfie Mobile-ს აქვს, რომელსაც 5G ზუგდიდში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში, ქობულეთში, შეკვეთილში, გონიოსა და კვარიათში უკვე დანერგილი აქვს და ამ პროცესს კვლავ აქტიურად აგრძელებს.
5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.
აუქციონები მიმდინარე წლის 12 ოქტომბრამდე გაიმართება.
5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია EY-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.
5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.