https://sputnik-georgia.com/20241008/zuriko-davitashvilis-transperi-5-mln-evro-gaxda-290245292.html
ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ფასი 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა
ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ფასი 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა
Sputnik საქართველო
23 წლის ფეხბურთელის ფასი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 7 ივლისს 3 მილიონი ევრო იყო, საფრანგეთის ლიგაში 1-ში ჩატარებული თამაშების შემდეგ კი 2 მილიონით... 08.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-08T10:27+0400
2024-10-08T10:27+0400
2024-10-08T10:27+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/10/260612744_656:43:3406:1590_1920x0_80_0_0_7d2ec611b481cf38ec91de500d75a2f9.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ფრანგული „სენ ეტიენის" ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის საბაზრო ღირებულება 5 მლნ ევრომდე გაიზარდა, განახლებული მონაცემები ცნობილმა გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა. 7 ოქტომბერს, ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ ეტიენის“ „ოსერის“ წინააღმდეგ მატჩში პირველი ჰეთ-თრიქი გაიფორმა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.დავითაშვილი „სენტ-ეტიენში" „ბორდოდან" მალევე გადავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა 10 ივლისს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. კონტრაქტი ოთხ წელზეა გათვლილი.2018 წელს გაზეთმა Guardian-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.23 წლის ფეხბურთელის ფასი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 7 ივლისს 3 მილიონი ევრო იყო, საფრანგეთის ლიგაში 1-ში ჩატარებული თამაშების შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად, 2 მილიონით გაიზარდა.სატრანსფერო ფასი შეეცვალა საქართველოს ნაკრების კიდევ სამ მოთამაშეს. „ჯვაროსნებში“ პირველად გამოძახებული „სარაევოს“ თავდამსხმელის გიორგი გულიაშვილის საბაზრო ღირებულება 500 ათასიდან 800 ათას ევრომდე გაიზარდა.მანამდე „კრაკოვიას“ კაპიტნის, ოთარ კაკაბაძის შეფასება 1,5 მილიონი ევრო გახდა. ბუდუ ზივზივაძის ფასი 1,8 მილიონია (იყო 900 ათასი), ხოლო დონეცკის „შახტარის“ მცველის, ირაკლი აზაროვის – 5,0 მილიონი (ნაცვლად 3,5 მილიონისა).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/10/260612744_672:0:3403:2048_1920x0_80_0_0_16dd9eff1ef89c1fa5c6526864a7414c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ფასი 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა
23 წლის ფეხბურთელის ფასი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 7 ივლისს 3 მილიონი ევრო იყო, საფრანგეთის ლიგაში 1-ში ჩატარებული თამაშების შემდეგ კი 2 მილიონით გაიზარდა
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ფრანგული „სენ ეტიენის" ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის საბაზრო ღირებულება 5 მლნ ევრომდე გაიზარდა, განახლებული მონაცემები ცნობილმა გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.
7 ოქტომბერს, ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ ეტიენის“ „ოსერის“ წინააღმდეგ მატჩში პირველი ჰეთ-თრიქი გაიფორმა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენში" „ბორდოდან" მალევე გადავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა 10 ივლისს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. კონტრაქტი ოთხ წელზეა გათვლილი.
2018 წელს გაზეთმა Guardian-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.
23 წლის ფეხბურთელის ფასი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 7 ივლისს 3 მილიონი ევრო იყო, საფრანგეთის ლიგაში 1-ში ჩატარებული თამაშების შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად, 2 მილიონით გაიზარდა.
სატრანსფერო ფასი შეეცვალა საქართველოს ნაკრების კიდევ სამ მოთამაშეს. „ჯვაროსნებში“ პირველად გამოძახებული „სარაევოს“ თავდამსხმელის გიორგი გულიაშვილის საბაზრო ღირებულება 500 ათასიდან 800 ათას ევრომდე გაიზარდა.
მანამდე „კრაკოვიას“ კაპიტნის, ოთარ კაკაბაძის შეფასება 1,5 მილიონი ევრო გახდა. ბუდუ ზივზივაძის ფასი 1,8 მილიონია (იყო 900 ათასი), ხოლო დონეცკის „შახტარის“ მცველის, ირაკლი აზაროვის – 5,0 მილიონი (ნაცვლად 3,5 მილიონისა).