https://sputnik-georgia.com/20241008/tbilisshi-binebze-motxovna-shemcirda-290228810.html
თბილისში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - ახალი კვლევა
თბილისში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - ახალი კვლევა
Sputnik საქართველო
თბილისში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით 8%-ით შემცირდა. 08.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-08T14:13+0400
2024-10-08T14:13+0400
2024-10-08T15:08+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:63:960:603_1920x0_80_0_0_48b8fc3aa23b19a17c11165ab287d895.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - აგვისტოში გაიყიდა თითქმის 3,1 ათასი, რაც 9%-ით ნაკლებია 2024 წლის ივნისთან და 5 %-ით ნაკლებია 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში.ანალიტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლი რვა თვეში, 2023 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები 2%-ით შემცირდა.აგვისტოში საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,233 $/კვ.მ შეადგინა, რაც 6%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ღირებულება წინა თვესთან შედარებით 2%-ით გაიზარდა.უძრავი ბაზრის მოცულობამ 250 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 1%-ით ნაკლებია 2023 წლის აგვისტოსთან და 7%-ით ნაკლებია 2024 წლის ივლისთან შედარებით.ჯამში, აგვისტოში 625 ახალი აშენებული ბინა გაიყიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია. ძველ ბინებზე განხორციელდა 2.508 ტრანზაქცია, რაც 5%-ით ნაკლებია 2023 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.აგვისტოში ყველაზე მეტი ბინა საბურთალოსა და დიდ დიღომში გაიყიდა.ანალიტიკოსების მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით 8%-ით შემცირდა.სექტემბერში ერთი კვადრატული მეტრი გასაქირავებელი საცხოვრებელი ფართის საშუალო ფასმა 11,5 დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287115190_0:80:960:800_1920x0_80_0_0_b7c9211158598e0298b7251eb8180980.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს
თბილისში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - ახალი კვლევა
14:13 08.10.2024 (განახლებულია: 15:08 08.10.2024) თბილისში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით 8%-ით შემცირდა.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - აგვისტოში გაიყიდა თითქმის 3,1 ათასი, რაც 9%-ით ნაკლებია 2024 წლის ივნისთან და 5 %-ით ნაკლებია 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით, ნათქვამია TBC Capital-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე წლი რვა თვეში, 2023 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები 2%-ით შემცირდა.
აგვისტოში საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,233 $/კვ.მ შეადგინა, რაც 6%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ღირებულება წინა თვესთან შედარებით 2%-ით გაიზარდა.
უძრავი ბაზრის მოცულობამ 250 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 1%-ით ნაკლებია 2023 წლის აგვისტოსთან და 7%-ით ნაკლებია 2024 წლის ივლისთან შედარებით.
ჯამში, აგვისტოში 625 ახალი აშენებული ბინა გაიყიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.
ძველ ბინებზე განხორციელდა 2.508 ტრანზაქცია, რაც 5%-ით ნაკლებია 2023 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
აგვისტოში ყველაზე მეტი ბინა საბურთალოსა და დიდ დიღომში გაიყიდა.
ანალიტიკოსების მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით 8%-ით შემცირდა.
სექტემბერში ერთი კვადრატული მეტრი გასაქირავებელი საცხოვრებელი ფართის საშუალო ფასმა 11,5 დოლარი შეადგინა.