https://sputnik-georgia.com/20241008/ra-aris-prezidentis-impichmentis-mizani-290248485.html
რა არის საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მთავარი მიზანი?
რა არის საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მთავარი მიზანი?
Sputnik საქართველო
ხელახალი იმპიჩმენტის მიზეზი პრეზიდენტის უცხოეთში კვლავ უნებართვო ვიზიტებია. 08.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-08T16:13+0400
2024-10-08T16:13+0400
2024-10-08T16:13+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283440199_0:0:3339:1879_1920x0_80_0_0_35eb588d2a188983c21234f48ff8c71c.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის ხელახალი დაწყების მთავარი მიზანია საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია და მისი დაცვის მექანიზმები, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განაახლებს - გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პრეზიდენტის უცხოეთში კვლავ უნებართვო ვიზიტებია.მისი თქმით, რაც მთავარია ზურაბიშვილის ჩანაფიქრი მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევაში არ მდგომარეობს.„საქართველოს პრეზიდენტი გასულია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და მგონი, გასულია მომსახურების ზონიდანაც... ეს მოღალატეობრივი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისადმი ქართველ ხალხს ყელში ამოუვიდა და ამისთვის ისინი მიიღებენ პოლიტიკურ წმინდა სილას 26 ოქტომბერს," - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ. მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, ახლა რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა.როგორც პაპუაშვილმა გუშინ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა ახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. სპიკერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე იმსჯელებს.წინა ჯერზე იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ინიციატორებს - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა" წარმოადგენს - პარლამენტში საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად.ზურაბიშვილმა იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე რამდენიმე უცხოური ვიზიტი განახორციელა, მათ შორის გასულ კვირას - საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283440199_423:0:3154:2048_1920x0_80_0_0_ae200ae56d2815dd49b2ca1e8bd60c66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
რა არის საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მთავარი მიზანი?
ხელახალი იმპიჩმენტის მიზეზი პრეზიდენტის უცხოეთში კვლავ უნებართვო ვიზიტებია.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის ხელახალი დაწყების მთავარი მიზანია საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია და მისი დაცვის მექანიზმები, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განაახლებს - გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პრეზიდენტის უცხოეთში კვლავ უნებართვო ვიზიტებია.
„საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ, რომ არსებობს საქართველოში კონსტიტუცია და კონსტიტუციის დაცვის მექანიზმები. ამასთან, ჩვენს ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ადამიანი, რომელიც მათ ღალატობს, რასაკვირველია იმსახურებს იმპიჩმენტს", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, რაც მთავარია ზურაბიშვილის ჩანაფიქრი მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევაში არ მდგომარეობს.
„ეს იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ვითარება ისე წარმოჩინდეს, თითქოს აქ არ არის კონტროლი, თითქოს აქ არ მუშაობს კანონი", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
„საქართველოს პრეზიდენტი გასულია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და მგონი, გასულია მომსახურების ზონიდანაც... ეს მოღალატეობრივი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისადმი ქართველ ხალხს ყელში ამოუვიდა და ამისთვის ისინი მიიღებენ პოლიტიკურ წმინდა სილას 26 ოქტომბერს," - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, ახლა რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა.
როგორც პაპუაშვილმა გუშინ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა ახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. სპიკერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე იმსჯელებს.
წინა ჯერზე იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ინიციატორებს - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა" წარმოადგენს - პარლამენტში საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად.
ზურაბიშვილმა იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე რამდენიმე უცხოური ვიზიტი განახორციელა, მათ შორის გასულ კვირას - საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.