https://sputnik-georgia.com/20241008/parosanastan-brzola-grzeldeba-290248822.html
საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში. 08.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-08T16:50+0400
2024-10-08T16:50+0400
2024-10-08T16:50+0400
საქართველო
აზიური ფაროსანა
საქართველოს რეგიონები
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24155/90/241559061_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_c701c313a2c9eb9f51a1c7124084042f.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.ფუტკრის დაცვის მიზნით, წამლობა მეფუტკრეებთან კოორდინირებულად, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ღამის საათებში მიმდინარეობს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამინდის გაუარესებასთან ერთად აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება, რა დროსაც საცხოვრებელი სახლებსა და მიტოვებულ შენობებში ინაცვლებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში და სახლის პირობებში მექანიკური მეთოდები გამოიყენონ.მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24155/90/241559061_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_1113a383ee7de28110188b7d35133c00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზიური ფაროსანა, საქართველოს რეგიონები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აზიური ფაროსანა, საქართველოს რეგიონები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში.
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაჩხვარეთის და ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულებში 10 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული, თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 600 ჰა ფართობი; სპეციალურ სადგურებზე ცივი შესხურების ტექნოლოგიით მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები", - ნათქვამია განცხადებაში.
ფუტკრის დაცვის მიზნით, წამლობა მეფუტკრეებთან კოორდინირებულად, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ღამის საათებში მიმდინარეობს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამინდის გაუარესებასთან ერთად აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება, რა დროსაც საცხოვრებელი სახლებსა და მიტოვებულ შენობებში ინაცვლებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში და სახლის პირობებში მექანიკური მეთოდები გამოიყენონ.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.