ყაზბეგში ორი რუსი მთამსვლელი დაიღუპა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliყაზბეგი
ყაზბეგი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2024
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ყაზბეგში ორი მთამსვლელი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები მყინვარწვერზე ასვლისას თოკებიდან მოწყდნენ.
ორივე მთამსვლელის ცხედარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოასვენეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0