ერთა ლიგა 2024: ალბანეთის ნაკრებს საქართველოსთან სამი ლიდერი დააკლდება

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთის მოედანი
ფეხბურთის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2024
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ალბანეთს 14 ოქტომბერს თბილისში დაუპირისპირდება.
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. ერთა ლიგის ოქტომბრის შეხვედრებში ალბანეთის ნაკრებს სამი წამყვანი მოთამაშე, მათ შორის გუნდის კაპიტანი დააკლდება, განაცხადა ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ნაკრები ალბანეთს 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
ალბანელთა ბრაზილიელმა მწვრთნელმა ჩეხეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა.
თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გუნდს ორი წამყვანი თავდამსხმელი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება – თურქული „სივასსფორის“ შემტევი რეი მანაი და ინგლისის „ევერტონის“ მოთამაშე არმანდო ბროია. ბოლო მომენტში კი გაირკვა, რომ ალბანელთა კაპიტანი, „ატალანტას“ მცველი, ბერატ ჯიმშიტიც ლაზარეთში მოხვდა.
მესამე ტურის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის 1 ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია - ექვსი ქულა. 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა თბილისში გამართულ მატჩში ჩეხეთს - 4:1 მოუგო, სამი დღის შემდეგ კი ალბანეთი სტუმრად - 0:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“ არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), სოლომონ კვერკველია („დინამო თბილისი“), ლაშა დვალი (აპოელ, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), ლევან შენგელია (ოფი, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0