ამერიკელი ტუროპერატორები და Forbes-ის ჟურნალისტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2024
გამოწერა
საქართველოში ინფოტური ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით შედგა.
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტუროპერატორებსა და Forbes Magazine-ის ჟურნალისტს მასპინძლობს.
საქართველოს ათამდე ამერიკული წამყვანი ტურისტული კომპანია ეწვია, ისინი ქვეყანაში თითქმის 1 კვირის განმავლობაში დარჩებიან და ქართველ პარტნიორებთან შეხვედრებს გამართავენ.
„ისინი მოივლიან რეგიონებს, ტურისტულად მნიშვნელოვან რეგიონებს და გაეცნობიან საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და კულტურას. Forbes-ის ჟურნალისტი ამ შეხვედრების შესახებ მოამზადებს სტატიას იმის შესახებ თუ როგორი საინტერესოა ამერიკული ბაზრისთვის საქართველო, მისი ტურისტული პოტენციალი და სტუმარმასპინძლობა“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
უწყების ინფორმაციით, ტურის ფარგლებში ამერიკული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს თბილისის ტურისტული ადგილები, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრა გამართეს ქართველ კოლეგებთან, ასევე ეწვივნენ ქუთაისს და კურორტ საირმეს, სადაც სტუმრებმა იმერეთი მოინახულეს და ადგილობრივ გასტრონომიას გაეცნენ.
იმერეთის რეგიონის შემდეგ ტურის მონაწილეები კახეთში გადაინაცვლებენ, ეწვევიან წინანდალს, სიღნაღსა და ლოპოტას, სადაც კულტურულ ძეგლებს და ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ, მონაწილეობას მიიღებენ მასტერ-კლასებში, ესტუმრებიან მარნებს და ადგილზე ქართულ ტრადიციულ ღვინოსა და კერძებს დააგემოვნებენ.
საინფორმაციო ტურის მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება როგორც ამერიკულ, ასევე დასავლეთის ქვეყნების ტურისტულ ბაზარზე და ტურისტთა ახალი ნაკადების მოზიდვა.
ყველა ახალი ამბავი
0