https://sputnik-georgia.com/20241007/zurabishvili-diasporis-warmomadgenlebma-xmis-micema-sheuperxeblad-unda-shezlon-290239570.html
ზურაბიშვილი: დიასპორის წარმომადგენლებმა ხმის მიცემა შეუფერხებლად უნდა შეძლონ
ზურაბიშვილი: დიასპორის წარმომადგენლებმა ხმის მიცემა შეუფერხებლად უნდა შეძლონ
Sputnik საქართველო
თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რომ მივიდეს არჩევნებზე, რათა არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი, განაცხადა პრეზიდენტმა 07.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-07T21:00+0400
2024-10-07T21:00+0400
2024-10-07T21:00+0400
საქართველო
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ქართული დიასპორა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282059385_199:372:1398:1046_1920x0_80_0_0_6ac3decfbf5fbda1787a123feebd544d.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ახლა საკონსულოების, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცესკოს პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნების დღეს დიასპორის წარმომადგენლებს ხმის მიცემისას პრობლემა არ შეექმნათ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე და არ ჰქონდათ რეგისტრაცია, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, საკონსულო დაწესებულებაში ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის გავლის ვადა დღეს დასრულდა.მისი თქმით, აუცილებელია ყველა მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე და დაიცვას საკუთარი ხმა. მან ახალგაზრდებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ მათ უნდა დაიცვან საარჩევნო ხმები.მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რომ მივიდეს არჩევნებზე, რათა არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი.„ამ სასახლეში არჩევნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა გავუწიოთ მონიტორინგი, რაც იმ დღეს მოხდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.როგორც ადრე ესკომ განაცხადა, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანზე შეძლებენ - მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის მიხედვით, საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში იხსნება.უწყების ცნობით, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მეტიც, საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია.არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ასევე შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით დარეგისტრირებული არიან საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ან რომელთა რეგისტრაციის ადგილი დადგენილი არ არის.კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი შეიქმნა საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3.000 ამომრჩევლისთვის.მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ეშინია უზარმაზარი ქართული დიასპორის და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების არ გახსნით ართმევს მათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას. პრეზიდენტმა ყველაფერში ცენტრალური საარჩევნო კომისია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სასამართლო ამას მოგვიანებით დაადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282059385_277:349:1233:1066_1920x0_80_0_0_7812350791148c09a9eff10c661c99af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული დიასპორა
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული დიასპორა
ზურაბიშვილი: დიასპორის წარმომადგენლებმა ხმის მიცემა შეუფერხებლად უნდა შეძლონ
თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რომ მივიდეს არჩევნებზე, რათა არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი, განაცხადა პრეზიდენტმა
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ახლა საკონსულოების, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცესკოს პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნების დღეს დიასპორის წარმომადგენლებს ხმის მიცემისას პრობლემა არ შეექმნათ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე და არ ჰქონდათ რეგისტრაცია, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, საკონსულო დაწესებულებაში ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის გავლის ვადა დღეს დასრულდა.
„ეს არჩევნები ქვეყნისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტია. მინდა, პირველ რიგში, ვისაუბრო დიასპორაზე, რომელიც ძალიან გააქტიურდა ბოლო დღეებში. ცესკოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საკონსულოების მცდელობის მიუხედავად, შეძლო დიასპორამ აღრიცხვაზე ჩაწერილიყო. მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ თუ არ გაიხსნება დამატებითი უბნები იმ დროში, რაც არის განკუთვნილი არჩევნებისთვის, პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ ცესკოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკონსულოების", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, აუცილებელია ყველა მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე და დაიცვას საკუთარი ხმა. მან ახალგაზრდებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ მათ უნდა დაიცვან საარჩევნო ხმები.
„მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენი მომავალი არის ის, რაც წყდება 26 ოქტომბერს. ამიტომ, თქვენ უთუოდ იქნებით ძალიან კარგი დამცველები თქვენი ხმების. საჭიროა მობილიზაცია და არჩევნებზე მისვლა. მთავარი დამარცხება გაყალბების, რომელიც ყველა მხრიდან მზადდება, არის მობილიზაცია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რომ მივიდეს არჩევნებზე, რათა არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი.
„ამ სასახლეში არჩევნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა გავუწიოთ მონიტორინგი, რაც იმ დღეს მოხდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც ადრე ესკომ განაცხადა, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანზე შეძლებენ - მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის მიხედვით, საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში იხსნება.
უწყების ცნობით, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მეტიც, საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია.
არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ასევე შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით დარეგისტრირებული არიან საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ან რომელთა რეგისტრაციის ადგილი დადგენილი არ არის.
კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი შეიქმნა საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3.000 ამომრჩევლისთვის.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ეშინია უზარმაზარი ქართული დიასპორის და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების არ გახსნით ართმევს მათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას. პრეზიდენტმა ყველაფერში ცენტრალური საარჩევნო კომისია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სასამართლო ამას მოგვიანებით დაადგენს.