https://sputnik-georgia.com/20241007/sazgvargareti-archevnebshi-xmis-micemis-msurvelta-registracia-sruldeba-290234329.html
საზღვარგარეთ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის მსურველთა რეგისტრაცია სრულდება
საზღვარგარეთ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის მსურველთა რეგისტრაცია სრულდება
Sputnik საქართველო
საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანზე შეძლებენ. 07.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-07T17:00+0400
2024-10-07T17:00+0400
2024-10-07T17:00+0400
საქართველო
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული დიასპორა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_602188fda64476645acb2056ed3067b2.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ, მაგრამ არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვთ რეგისტრაცია, 7 ოქტომბრის დღის ბოლომდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანზე შეძლებენ. როგორც ცესკოში განმარტეს, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის მიხედვით, საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში იხსნება.არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით დარეგისტრირებული არიან საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ან რომელთა რეგისტრაციის ადგილი დადგენილი არ არის.შესაბამისი დადგენილების მიღების ინიციატივა ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა, რომელმაც არჩევნებისთვის სახელი გადაირქვა, „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“ ეწოდა და პარტიულ სიაში ამ სახელწოდების კოალიციის წევრები შეიყვანა.ამ სიახლემ უნდა წერილი უნდა დაუსვას ამ თემაზე ყველა სპეკულაციას, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ ინიცირებული დადგენილებით, ისევე როგორც ცესკოს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიების წარმომადგენელთა განცხადებებით დასტურდება, რომ ცესკო პროცედურების სრული დაცვით მიყვებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და ამ მოცემულობით აღნიშნული კატეგორიის ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობა იყო შეუძლებელი.ცესკოს განცხადებით, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მეტიც, საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია.კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი შეიქმნა საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3.000 ამომრჩევლისთვის.მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ეშინია უზარმაზარი ქართული დიასპორის და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების არ გახსნით ართმევს მათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას. პრეზიდენტმა ყველაფერში ცენტრალური საარჩევნო კომისია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სასამართლო ამას მოგვიანებით დაადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289190838_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_3432b43db6435e26badfcf953aa1d582.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული დიასპორა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული დიასპორა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საზღვარგარეთ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის მსურველთა რეგისტრაცია სრულდება
საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანზე შეძლებენ.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ, მაგრამ არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვთ რეგისტრაცია, 7 ოქტომბრის დღის ბოლომდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.
საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანზე შეძლებენ. როგორც ცესკოში განმარტეს, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის მიხედვით, საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში იხსნება.
არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით დარეგისტრირებული არიან საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ან რომელთა რეგისტრაციის ადგილი დადგენილი არ არის.
შესაბამისი დადგენილების მიღების ინიციატივა ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა, რომელმაც არჩევნებისთვის სახელი გადაირქვა, „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“ ეწოდა და პარტიულ სიაში ამ სახელწოდების კოალიციის წევრები შეიყვანა.
ამ სიახლემ უნდა წერილი უნდა დაუსვას ამ თემაზე ყველა სპეკულაციას, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ ინიცირებული დადგენილებით, ისევე როგორც ცესკოს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიების წარმომადგენელთა განცხადებებით დასტურდება, რომ ცესკო პროცედურების სრული დაცვით მიყვებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და ამ მოცემულობით აღნიშნული კატეგორიის ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობა იყო შეუძლებელი.
ცესკოს განცხადებით, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მეტიც, საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია.
კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი შეიქმნა საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3.000 ამომრჩევლისთვის.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ეშინია უზარმაზარი ქართული დიასპორის და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების არ გახსნით ართმევს მათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას. პრეზიდენტმა ყველაფერში ცენტრალური საარჩევნო კომისია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სასამართლო ამას მოგვიანებით დაადგენს.