https://sputnik-georgia.com/20241007/qartuli-ocneba-prezidentis-impichments-iwyebs-290229968.html
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს
Sputnik საქართველო
გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პრეზიდენტის უცხოეთში კვლავ უნებართვო ვიზიტებია. 07.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-07T11:18+0400
2024-10-07T11:18+0400
2024-10-07T12:18+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283437977_0:196:2048:1348_1920x0_80_0_0_5dd3f870053425d7e530e5d379cf840b.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განაახლებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.2023 წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. გასულ კვირაში პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტები განახორციელა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე იმსჯელებს.წინა ჯერზე იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ინიციატორებს - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა" წარმოადგენს - პარლამენტში საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283437977_292:176:1855:1348_1920x0_80_0_0_0b36cb0fd951f8abe10d7510b0d55539.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს
11:18 07.10.2024 (განახლებულია: 12:18 07.10.2024) გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პრეზიდენტის უცხოეთში კვლავ უნებართვო ვიზიტებია.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განაახლებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
2023 წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. გასულ კვირაში პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტები განახორციელა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.
„განზრახ, ღია და თავხედური დარღვევა (კონსტიტუციის - რედ.) რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე იმსჯელებს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით (პარლამენტში 150 ადგილია - რედ.) იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
წინა ჯერზე იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ინიციატორებს - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა" წარმოადგენს - პარლამენტში საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.