პაპუაშვილი: პრეზიდენტს და ოპოზიციას საქართველოს „ბანანის რესპუბლიკად" გამოცხადება სურთ

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2024
გამოწერა
ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას", სურთ ქვეყანა „ბანანის რესპუბლიკად“ გამოაცხადონ, რომელშიც ხალხი ვერ შეძლებს საკუთარი ხელისუფლების არჩევას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს. ქარტიის მიხედვით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ყოვლისმომცველი რეფორმები უნდა ჩატარდეს, რომელიც ტექნიკურმა მთავრობამ უნდა განახორციელოს. ამის შემდეგ საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
„ქალბატონმა სალომემ შექმნა ე.წ. ქარტია და ამ ტექსტის ავტორმა და მასზე ხელმომწერებმაც, ფაქტობრივად „ბანანის რესპუბლიკად" გამოგვაცხადა, რადგანაც მათ თქვეს, რომ ჩვენ კონსტიტუცია არ გვაქვს და მას არ ვაღიარებთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და წესები იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს სახელმწიფო, როგორ ირჩევა ხელისუფლება და როდის ტარდება არჩევნები ქვეყანაში.
„ამ ქარტიით ამბობენ, რომ ქართველ ხალხს არა აქვს უნარი 26 ოქტომბერს აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება... და ამიტომ უნდა იყოს ტექნიკური დროებითი მთავრობა და რიგგარეშე არჩევნები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სცდებიან კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რადგანაც ამ ქარტიით აცხადებენ, რომ საქართველოს ეყოლება არა არჩეული ხელისუფლება, არამედ ტექნიკური მთავრობა, სადაც არაუფლებამოსილი პირი კონსტიტუციის გვერდის ავლით დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.
„შემდეგ, აქვე წერენ, რომ უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები რატომღაც, ყველანაირად გასული არიან კონსტიტუციური ჩარჩოდან. სწორედ ესაა ის, რასაც ჰქვია მათი საყვარელი ტერმინი „არაფორმალური მმართველობა"", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც ადრე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამომრჩევლებმა არჩევნებამდე უნდა იცოდნენ, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს მთავრობას და ვის იხილავენ მინისტრთა კაბინეტში. ყველა მათგანი უნდა იყოს პროფესიონალი, აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის ქარტია
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ქარტიის ძირითადი პუნქტები:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება: დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გამოცხადდება ამნისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა: მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით კლანური მმართველობის გათავისუფლება. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
გარდა ამისა, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმა, რომელსაც ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს და შსს-ს: თითოეული უწყების საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. რეფორმები შეეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც გაიზრდება დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა და ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები - დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
მთავრობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში, ჩამოყალიბდება არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, არამედ „პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებისგან“, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დაამტკიცებს. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
ყველა ახალი ამბავი
0