https://sputnik-georgia.com/20241007/axali-rekordi-cixeebshi-ramdeni-adamiania-gisosebs-migma-290223577.html
ახალი რეკორდი საქართველოს ციხეებში: რამდენი ადამიანია გისოსებს მიღმა?
ახალი რეკორდი საქართველოს ციხეებში: რამდენი ადამიანია გისოსებს მიღმა?
Sputnik საქართველო
პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს პირველად 2024 წლის აპრილში გადააჭარბა. 07.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-07T14:13+0400
2024-10-07T14:13+0400
2024-10-07T14:13+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქსტატი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_3b34b46431074f219dc5b4ef57c22a36.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. პატიმრების რაოდენობამ საქართველოში მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 2014 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა - 1-ელი სექტემბრისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.523 ადამიანი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს პირველად 2024 წლის აპრილში გადააჭარბა.1-ელი სექტემბრისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,28% შეადგინა. ამასთან, დაახლოებით 3,6 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.მსჯავრდებულები - სტატისტიკა1-ელი სექტემბრისთვის საქართველოში არსებული 14 საპატიმრო 85,3%-ით იყო შევსებული. მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობიდან განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 17,9%.პატიმართა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 47 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 66 პირი.რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომლებიც განაჩენს ელოდებიან, 1-ელი აგვისტოსთვის მათი რიცხვი 1,9 ათასი იყო - ლიდერობს 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 25 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 12 პირი.რაც შეეხება ბრალდებულებს, რომელთა რაოდენობაც 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით დაახლოებით 1,9 ათასი იყო, ლიდერობს 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. გარდა ამისა, 30 არასრულწლოვანი და 70 წელს გადაცილებული 11 პირი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 212 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.უცხოელები საქართველოს ციხეებში2024 წლის 1-ელი სექტემბრისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 55 ქვეყნის 1.051 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 10%-ს შეადგენს. ამასთან 329 პირი უკვე გასამართლებულია სხვადასხვა დანაშაულებისთვის.უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში 99 ქალი იმყოფება.საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და უკრაინის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებიციხეებში მყოფების გარდა, დაახლოებით 25,2 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,1 ათასზე მეტი ქალი და 137 არასრულწლოვანი.ასევე პირობით სასჯელს იხდის 513 უცხოელი 36 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:193:881:854_1920x0_80_0_0_370620a31940c487b9d662795efab89e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქსტატი, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქსტატი, ახალი ამბები
ახალი რეკორდი საქართველოს ციხეებში: რამდენი ადამიანია გისოსებს მიღმა?
პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს პირველად 2024 წლის აპრილში გადააჭარბა.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. პატიმრების რაოდენობამ საქართველოში მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 2014 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა - 1-ელი სექტემბრისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.523 ადამიანი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.
პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს პირველად 2024 წლის აპრილში გადააჭარბა.
1-ელი სექტემბრისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,28% შეადგინა. ამასთან, დაახლოებით 3,6 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.
მსჯავრდებულები - სტატისტიკა
1-ელი სექტემბრისთვის საქართველოში არსებული 14 საპატიმრო 85,3%-ით იყო შევსებული. მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობიდან განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 17,9%.
პატიმართა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 47 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 66 პირი.
რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომლებიც განაჩენს ელოდებიან, 1-ელი აგვისტოსთვის მათი რიცხვი 1,9 ათასი იყო - ლიდერობს 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 25 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 12 პირი.
რაც შეეხება ბრალდებულებს, რომელთა რაოდენობაც 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით დაახლოებით 1,9 ათასი იყო, ლიდერობს 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. გარდა ამისა, 30 არასრულწლოვანი და 70 წელს გადაცილებული 11 პირი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 212 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2024 წლის 1-ელი სექტემბრისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 55 ქვეყნის 1.051 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 10%-ს შეადგენს. ამასთან 329 პირი უკვე გასამართლებულია სხვადასხვა დანაშაულებისთვის.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში 99 ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და უკრაინის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, დაახლოებით 25,2 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,1 ათასზე მეტი ქალი და 137 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 513 უცხოელი 36 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.