https://sputnik-georgia.com/20241006/volski-zurabishvili-koleqtiuri-nacmozraobis-lideria-290225861.html
ვოლსკი: ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია
ვოლსკი: ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის განცხადებით, კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში მას უკვე ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი 06.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-06T16:11+0400
2024-10-06T16:11+0400
2024-10-06T16:11+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283442855_0:64:3298:1920_1920x0_80_0_0_bc28b84b7a6fb1c6db2e95cec7e12bdd.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ვერ ვიტყვი, რომ იგი სრულფასოვანი პრეზიდენტია, განაცხადა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში მას უკვე ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს. მისი თქმით, ზურაბიშვილი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ლიდერია.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს. „ქართული ოცნების" განცხადებით, სწორედ ისინი ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება" დიდი ხანია კონფლიქტში არიან. მთავრობასთან შეუთანხმებელი უცხოეთში ვიზიტების გამო, მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაც კი დაიწყო, მაგრამ პარლამენტში მანდატების საკმარისი რაოდენობის არქონის გამო, ზურაბიშვილმა თანამდებობა შეინარჩუნა.საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტიასალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283442855_51:0:2611:1920_1920x0_80_0_0_9a0e5a362c08982aaaa6f52dca9f2186.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ვოლსკი: ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია
პრეზიდენტის განცხადებით, კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში მას უკვე ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ვერ ვიტყვი, რომ იგი სრულფასოვანი პრეზიდენტია, განაცხადა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში მას უკვე ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს.
მისი თქმით, ზურაბიშვილი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ლიდერია.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს. „ქართული ოცნების" განცხადებით, სწორედ ისინი ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
„ეს სისხლის ლაქები, რომელიც საქართველოს ამჩნევია, ჯერ არ გასულა და არც ის ჭრილობები შეხორცებულა. სალომე ზურაბიშვილი კი რაღაც ნახერხის მომყრელ როლს ასრულებს ამ სისხლის ლაქებზე... ვერ ვიტყვი, რომ იგი სრულფასოვანი პრეზიდენტია, ვინაიდან საკონსტირუციო სასამართლოს მიერ აღიარებულია ის, რომ კონსტიტუცია მისთვის არ არსებობს. წმინდა პოლიტიკური მოღვაწეა“,- განაცხადა ვოლსკიმ.
ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება" დიდი ხანია კონფლიქტში არიან. მთავრობასთან შეუთანხმებელი უცხოეთში ვიზიტების გამო, მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაც კი დაიწყო, მაგრამ პარლამენტში მანდატების საკმარისი რაოდენობის არქონის გამო, ზურაბიშვილმა თანამდებობა შეინარჩუნა.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.