რომან დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით კევინ ჰოლანდი დაამარცხა

© courtesy of Roman Dolidzeრომან დოლიძე
რომან დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2024
გამოწერა
ეს გამარჯვება 36 წლის რომან დოლიძისთვის MMA-ის კარიერაში მე-14-ეა
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. UFC-ის საშუალო წონის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ორგანიზაციის საშუალო წონაში მორიგი ბრძოლა ჩაატარა და ამერიკელი კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, იუწყება „პირველი არხი".
ბრძოლის დასაწყისშივე დოლიძემ უპირატესობა მოიპოვა, მეტოქე მიწაზე გადაიყვანა და უტევდა. საბოლოოდ, მთელი პირველი რაუნდი ქართველი მებრძოლის კარნახით მიმდინარეობდა, ჰოლანდიელს ბევრს ურტყამდა, რის შემდეგაც მან ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ეს გამარჯვება 36 წლის რომან დოლიძისთვის MMA-ის კარიერაში მე-14-ეა , ხოლო უშუალოდ UFC-ში მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და 3 მარცხია, ბრძოლამდე ის საშუალო წონის რეიტინგში მე-10 ადგილზე იყო.
დოლიძე ბათუმელია. დაიბადა 1988 წელს ინჟინრის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის სასულიერო აკადემია, თუმცა შემდგომში ცხოვრება სპორტს დაუკავშირა. პროფესიული ბრძოლებით 2009 წელს დაკავდა.
ყველა ახალი ამბავი
0