https://sputnik-georgia.com/20241006/ras-nishnavs-globaluri-omis-partia-politologis-ganmarteba-290209414.html
რას ნიშნავს „გლობალური ომის პარტია"? პოლიტოლოგის განმარტება
რას ნიშნავს „გლობალური ომის პარტია"? პოლიტოლოგის განმარტება
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების" ლიდერების მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის... 06.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-06T09:53+0400
2024-10-06T09:53+0400
2024-10-06T09:53+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0c/249691584_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_e9fafd579e0f08cab82f144ac478a3f2.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. „გლობალური ომის პარტიის" ხსენება კრიტიკის საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგანაც თავად ტერნილი დიდი ხანია არსებობს, განაცხადა პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ.ტერმინი „გლობალური ომის პარტიის" გამოყენების გამო საქართველოს მმართველი პარტია ბოლო პერიოდში კრიტიკის ობიექტი გახდა. ევროკავშირმა ამას „შეთქმულების თეორია" უწოდა.„გლობალური ომის პარტია", რა თქმა უნდა, არსებობს, აღნიშნა ექსპერტმა და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ გახდა საქართველოში ეს ფრაზა ასეთი კრიტიკისა და დაცინვის საგანი.მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერების მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.„გლობალური ომის პარტია“ თავისი გეგმების განსახორციელებლად მთელი ძალით ცდილობს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას და ამიტომაც საარჩევნო კამპანია უცხოეთიდან უპრეცედენტო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს, აღნიშნავენ ხელისუფლებაში.საქართველო vs დასავლეთისაქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0c/249691584_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_b5fff2a896579b2bbd375a6c90d06e01.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
რას ნიშნავს „გლობალური ომის პარტია"? პოლიტოლოგის განმარტება
„ქართული ოცნების" ლიდერების მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. „გლობალური ომის პარტიის" ხსენება კრიტიკის საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგანაც თავად ტერნილი დიდი ხანია არსებობს, განაცხადა პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ.
ტერმინი „გლობალური ომის პარტიის" გამოყენების გამო საქართველოს მმართველი პარტია ბოლო პერიოდში კრიტიკის ობიექტი გახდა. ევროკავშირმა ამას „შეთქმულების თეორია" უწოდა.
„როცა საუბარია „გლობალურ ომის პარტიაზე", აქ ხომ არ არის ლაპარაკი კონკრეტულ ქვეყანაზე. მეც არ მომწონს ეს ტერმინი, მაგრამ იგი ეიზენჰაუერის მოგონილია - Deep state ჰქვია მაგას. შემდეგ ამ ფრაზა იყენებდა კენედი და ამერიკის ყველა პრეზიდენტი", - განაცხადა არეშიძემ რადიო „98.5"-ის ეთერში.
„გლობალური ომის პარტია", რა თქმა უნდა, არსებობს, აღნიშნა ექსპერტმა და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ გახდა საქართველოში ეს ფრაზა ასეთი კრიტიკისა და დაცინვის საგანი.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერების მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
„გლობალური ომის პარტია“ თავისი გეგმების განსახორციელებლად მთელი ძალით ცდილობს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას და ამიტომაც საარჩევნო კამპანია უცხოეთიდან უპრეცედენტო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს, აღნიშნავენ ხელისუფლებაში.
საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.