https://sputnik-georgia.com/20241006/qobuletshi-parosanas-ebrzvian-290224141.html
ქობულეთში ფაროსანას ებრძვიან
ქობულეთში ფაროსანას ებრძვიან
Sputnik საქართველო
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. 06.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-06T15:00+0400
2024-10-06T15:00+0400
2024-10-06T15:00+0400
საქართველო
აზიური ფაროსანა
სურსათის ეროვნული სააგენტო
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24031/61/240316147_0:51:1001:614_1920x0_80_0_0_4d4540b69f211052aae69183392ad293.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.თერმული ნისლით განმეორებითი წამლობა მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულში - ჩაისუბანში, ბობოყვათში, ხუცუბანში, დაგვაში, გვარაში, ხალასა და საჩინოში. მობილიზებულია 31 ერთეული სპეცტექნიკა.თერმული ნისლით წამლობა გეგმის მიხედვით, უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით მიმდინარეობს - ამ დროისთვის დამუშავებულია 1860 ჰექტარი ფართობი.სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი აჭარაში მასშტაბურ ღონისძიებებს მავნებლის მოზამთრეობის ფაზაში გადასვლამდე ატარებს.როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, აჭარაში მალე ნარინჯისფერი რთველი დაიწყება. მავნებელთან ბრძოლის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ციტრუსი გარკვეულწილად დაცულია, თუმცა, რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად, ფერმერებმა სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების პარალელურად, საკუთარი ბაღები ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატებით უნდა დაამუშაონ.ტერიტორიების დამუშავების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრისა და ქობულეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24031/61/240316147_56:0:943:665_1920x0_80_0_0_a7a853e53d661576e4f2fd7c025ee55d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზიური ფაროსანა, სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, აზიური ფაროსანა, სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ქობულეთში ფაროსანას ებრძვიან
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
თერმული ნისლით განმეორებითი წამლობა მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულში - ჩაისუბანში, ბობოყვათში, ხუცუბანში, დაგვაში, გვარაში, ხალასა და საჩინოში. მობილიზებულია 31 ერთეული სპეცტექნიკა.
თერმული ნისლით წამლობა გეგმის მიხედვით, უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით მიმდინარეობს - ამ დროისთვის დამუშავებულია 1860 ჰექტარი ფართობი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი აჭარაში მასშტაბურ ღონისძიებებს მავნებლის მოზამთრეობის ფაზაში გადასვლამდე ატარებს.
„ამ ეტაპზე, როდესაც აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება და ამისთვის შენობებს ირჩევს, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და მექანიკური მეთოდების გამოყენება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, აჭარაში მალე ნარინჯისფერი რთველი დაიწყება. მავნებელთან ბრძოლის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ციტრუსი გარკვეულწილად დაცულია, თუმცა, რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად, ფერმერებმა სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების პარალელურად, საკუთარი ბაღები ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატებით უნდა დაამუშაონ.
ტერიტორიების დამუშავების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრისა და ქობულეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.