https://sputnik-georgia.com/20241006/davitashvilma-pirveli-het-triki-sheasrula-290223829.html
დავითაშვილმა ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა
დავითაშვილმა ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა
Sputnik საქართველო
დავითაშვილმა ანალიტიკური პორტალ Whoscored-სგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა - 10-დან 10 ქულა 06.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-06T10:29+0400
2024-10-06T10:29+0400
2024-10-06T11:03+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/12/270531130_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_6381be571064d91dc10dd02ccb16ede2.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ ეტიენის“ „ოსერის“ წინააღმდეგ მატჩში პირველი ჰეთ-თრიქი გაიფორმა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.ეს ლიგა 1-ში ქართველი ლეგიონერების პირველი ჰეთ-თრიქია.დავითაშვილმა ანალიტიკური პორტალ Whoscored-სგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა - 10 ქულიდან 10, პორტალმა Flashscore-მა ფეხბურთელს 9,0 ქულა დაუწერა, Sofascore-მ კი 9,3, ქულა.დავითაშვილი „სენტ-ეტიენში" „ბორდოდან" მალევე გადავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა 10 ივლისს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. კონტრაქტი ოთხ წელზეა გათვლილი.დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობდა. 2023 წლის ზაფხულში მან კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი (2027 წლამდე). 2018 წელს გაზეთმა Guardian-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/12/270531130_123:0:1943:1365_1920x0_80_0_0_229ae5e53a075e3622fde06aaf4c2a8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
დავითაშვილმა ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა
10:29 06.10.2024 (განახლებულია: 11:03 06.10.2024) დავითაშვილმა ანალიტიკური პორტალ Whoscored-სგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა - 10-დან 10 ქულა
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ ეტიენის“ „ოსერის“ წინააღმდეგ მატჩში პირველი ჰეთ-თრიქი გაიფორმა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ეს ლიგა 1-ში ქართველი ლეგიონერების პირველი ჰეთ-თრიქია.
დავითაშვილმა ანალიტიკური პორტალ Whoscored-სგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა - 10 ქულიდან 10, პორტალმა Flashscore-მა ფეხბურთელს 9,0 ქულა დაუწერა, Sofascore-მ კი 9,3, ქულა.
„ვინ გააჩერებს ზურიკო დავითაშვილს ამ სეზონში? ბოლო 4 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა“, - დაწერა ლიგა 1-ის ინგლისურენოვანმა გვერდმა.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენში" „ბორდოდან" მალევე გადავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა 10 ივლისს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. კონტრაქტი ოთხ წელზეა გათვლილი.
დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობდა. 2023 წლის ზაფხულში მან კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი (2027 წლამდე).
2018 წელს გაზეთმა Guardian-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.