https://sputnik-georgia.com/20241006/ceskom-26-oqtombris-archevnebze-biuletenis-shevsebis-wesi-daadgina-290226477.html
ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა
ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა
Sputnik საქართველო
საარჩევნო ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება, თუ წრის შიდა სივრცე რაიმე ფორმით არის შეღებილი/მარკირებული ერთზე მეტი პარტიის წინ. 06.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-06T18:42+0400
2024-10-06T18:42+0400
2024-10-06T18:42+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191209_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_64fa1505e1562b20b597431d4ff13435.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.წესის თანახმად, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე.ამასთან, საარჩევნო ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება, თუ ნებისმიერი ფორმით გაფერადებულია/მონიშნულია ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე, ასევე თუ არ არის გაფერადებული/მონიშნული არც ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე.საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1a/289191209_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_463fcba29ee1f55b40232a82681c28e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა
საარჩევნო ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება, თუ წრის შიდა სივრცე რაიმე ფორმით არის შეღებილი/მარკირებული ერთზე მეტი პარტიის წინ.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
წესის თანახმად, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე.
ამასთან, საარჩევნო ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება, თუ ნებისმიერი ფორმით გაფერადებულია/მონიშნულია ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე, ასევე თუ არ არის გაფერადებული/მონიშნული არც ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე.
„ამ წესის დარღვევით შევსებული და ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლება ბათილად. ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას და ამომრჩევლების ინფორმირებას, იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.