https://sputnik-georgia.com/20241005/winandalshi-gvinis-simpoziumi-gaixsna-290205578.html
წინანდალში ღვინის სიმპოზიუმი გაიხსნა
წინანდალში ღვინის სიმპოზიუმი გაიხსნა
Sputnik საქართველო
ღვინის სიმპოზიუმი მოიცავს კულტურულ პროგრამასაც, სადაც სტუმრებს ქართული ფოლკლორის გაცნობის საშუალება ექნებათ. 05.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-05T16:43+0400
2024-10-05T16:43+0400
2024-10-05T16:43+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091684_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_cfdb39dd0dfd980d733c7a3bf7aeef37.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. წინანდლის მამულში შვეიცარიული ასოციაცია Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმი საქართველოში უკვე მეორედ იმართება - წინანდლის მამული მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონებიდან ყველაზე ცნობილ პროფესიონალებს, სომელიებს, ღვინის ექსპერტებსა და ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს 4-5 ოქტომბერს მასპინძლობს.სიმპოზიუმის გახსნას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, მიმდინარე ღვინის სიმპოზიუმი ის კარგი შესაძლებლობა და პლატფორმაა, რომელიც ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობას, ღვინის კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამასთან, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ღვინის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წელს სიმპოზიუმზე ბურგუნდიულ ღვინოსთან ერთად შეფასებული იქნება ქართული, კერძოდ, „საფერავი" და ქვევრის ღვინოები.„მიმდინარე ღვინის სიმპოზიუმი ის კარგი შესაძლებლობა და პლატფორმაა, რომელიც ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობას, ღვინის კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამასთან, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ღვინის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა დავითაშვილმა.1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში მასპინძლობდა, 2023 წელს კი „სილქ როუდ ჯგუფის" ინიციატივით და „საქართველოს ბანკთან" პარტნიორობით, ღონისძიება პირველად გაიმართა საქართველოში, კერძოდ, წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091684_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_f2209bb1984ea29a2b9d179d1d42385a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
წინანდალში ღვინის სიმპოზიუმი გაიხსნა
ღვინის სიმპოზიუმი მოიცავს კულტურულ პროგრამასაც, სადაც სტუმრებს ქართული ფოლკლორის გაცნობის საშუალება ექნებათ.
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. წინანდლის მამულში შვეიცარიული ასოციაცია Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმი საქართველოში უკვე მეორედ იმართება - წინანდლის მამული მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონებიდან ყველაზე ცნობილ პროფესიონალებს, სომელიებს, ღვინის ექსპერტებსა და ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს 4-5 ოქტომბერს მასპინძლობს.
სიმპოზიუმის გახსნას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, მიმდინარე ღვინის სიმპოზიუმი ის კარგი შესაძლებლობა და პლატფორმაა, რომელიც ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობას, ღვინის კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამასთან, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ღვინის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.
„საქართველოში იმართება მსოფლიოში ალბათ ყველაზე უფრო ელიტარული და პრესტიჟული ღვინის დეგუსტაცია Grand Jury Du Vin ეგიდით. აქ ჩვენ შანსი გვაქვს, რომ ქართული ღვინოები მსოფლიოს წამყვან ღვინოებთან ერთად გაისინჯოს და შეფასდეს მაღალპროფესიონალი, ყველაზე კომპეტენტური ექსპერტების მიერ", - განაცხადა მინისტრმა სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წელს სიმპოზიუმზე ბურგუნდიულ ღვინოსთან ერთად შეფასებული იქნება ქართული, კერძოდ, „საფერავი" და ქვევრის ღვინოები.
„მიმდინარე ღვინის სიმპოზიუმი ის კარგი შესაძლებლობა და პლატფორმაა, რომელიც ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობას, ღვინის კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამასთან, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ღვინის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა დავითაშვილმა.
1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში მასპინძლობდა, 2023 წელს კი „სილქ როუდ ჯგუფის" ინიციატივით და „საქართველოს ბანკთან" პარტნიორობით, ღონისძიება პირველად გაიმართა საქართველოში, კერძოდ, წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.