საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2024
გამოწერა
უახლოეს დღეებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდება
თბილისი, 5 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8 ოქტომბრამდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 23-25 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 27-29 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პუს 28-30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 24-26 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-20 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 23-25 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22-24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 15-17 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0