https://sputnik-georgia.com/20241005/patriotta-aliansma-siashi-altinpos-liderebi-sheiyvana-290203800.html
„პატრიოტთა ალიანსმა" პარტიულ სიაში „ალტ-ინფოს" ლიდერები შეიყვანა
„პატრიოტთა ალიანსმა" პარტიულ სიაში „ალტ-ინფოს" ლიდერები შეიყვანა
Sputnik საქართველო
50-ზე მეტმა კონსერვატიულად განწყობილმა პარტიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ივნისის ბოლოს გაერთიანების შესახებ განაცხადა 05.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-05T11:49+0400
2024-10-05T11:49+0400
2024-10-05T11:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/03/249913710_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_c65807ee5dbe4466960d680458552e5c.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, რომელიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავს და საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ემხრობა, საარჩევნო სიაში პარტიების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" წარმომადგენლები შეიყვანა.„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" (ლიდერები - დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი) მათ შორის ერთადერთი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია - წინა არჩევნებზე პარტიამ საარჩევნო ბარიერი გადალახა და პარლამენტში მოხვდა, შესაბამისად, მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება.50-ზე მეტმა კონსერვატიულად განწყობილმა პარტიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ივნისის ბოლოს გაერთიანების შესახებ განაცხადა და ხელი მოაწერეს „ქართველ პატრიოტთა ერთიანობის დეკლარაციას“. როგორც ლიდერებმა განაცხადეს, ისინი არიან ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების ალტერნატივა.„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის პირველი ნომერი პარტიის დამფუძნებელი ირმა ინაშვილია. „კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს" ლიდერებმა, რომელთაც პარტიის რეგისტრაცია აპრილში გაუუქმდათ, ადგილები სიის მეორე ხუთეულში ერგოთ. პარტია „ქართული იდეის“ ლიდერი, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან მოხსნა, „პატრიოტთა ალიანსის" პარტიულ სიაში მეცხრე ადგილზეა.26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის პირველი ოცეული:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/03/249913710_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_a2de171557dd9f9c8e0094432a5d1eff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
„პატრიოტთა ალიანსმა" პარტიულ სიაში „ალტ-ინფოს" ლიდერები შეიყვანა
50-ზე მეტმა კონსერვატიულად განწყობილმა პარტიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ივნისის ბოლოს გაერთიანების შესახებ განაცხადა
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, რომელიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავს და საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ემხრობა, საარჩევნო სიაში პარტიების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" წარმომადგენლები შეიყვანა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" (ლიდერები - დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი) მათ შორის ერთადერთი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია - წინა არჩევნებზე პარტიამ საარჩევნო ბარიერი გადალახა და პარლამენტში მოხვდა, შესაბამისად, მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება.
50-ზე მეტმა კონსერვატიულად განწყობილმა პარტიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ივნისის ბოლოს გაერთიანების შესახებ განაცხადა და ხელი მოაწერეს „ქართველ პატრიოტთა ერთიანობის დეკლარაციას“. როგორც ლიდერებმა განაცხადეს, ისინი არიან ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების ალტერნატივა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის პირველი ნომერი პარტიის დამფუძნებელი ირმა ინაშვილია. „კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს" ლიდერებმა, რომელთაც პარტიის რეგისტრაცია აპრილში გაუუქმდათ, ადგილები სიის მეორე ხუთეულში ერგოთ.
პარტია „ქართული იდეის“ ლიდერი, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან მოხსნა, „პატრიოტთა ალიანსის" პარტიულ სიაში მეცხრე ადგილზეა.
26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის პირველი ოცეული: