https://sputnik-georgia.com/20241005/municipalitetebis-shemosavlebi-unda-gaizardos-kakauridze-290207122.html
მინისტრის მოადგილე: მუნიციპალიტეტების შემოსავლები უნდა გაიზარდოს
მინისტრის მოადგილე: მუნიციპალიტეტების შემოსავლები უნდა გაიზარდოს
Sputnik საქართველო
კაკაურიძის თქმით, მუნიციპალიტეტების შემოსავლების გაზრდა ნიშნავს სახელმწიფო ბიუჯეტის გარკვეულ შემცირებას. 05.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-05T17:26+0400
2024-10-05T17:26+0400
2024-10-05T17:26+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რეგიონები
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/03/262585825_0:119:1280:839_1920x0_80_0_0_73a631357254a3a950b6ebbd435c137e.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ გადასახადებიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსების გაზრდაზე მუშაობს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში.მუნიციპალიტეტების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული პრიორიტეტის განსახორციელებლად, 2019 წლიდან ქვეყანაში ამოქმედდა დეცენტრალიზაციის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ბიუჯეტიდან თანხების განაწილებისა და რეგიონები განვითარების ახალ სისტემას, რათა მათ შეძლონ მიიღონ მუნიციპალური შემოსავლები.მისი თქმით, მუნიციპალიტეტების შემოსავლების გაზრდა ნიშნავს სახელმწიფო ბიუჯეტის გარკვეულ შემცირებას.„ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ვნახოთ, მომავალ წელს იქნება ეს შესაძლებელი თუ 2026 წლიდან", - განაცხადა კაკაურიძემ.საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში 30 სექტემბერს წარადგინა.წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით, 2,3 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 26,9 მლრდ ლარს შეადგენს.ამასთან, ბიუჯეტის შემოსავლები 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 21,2 მლრდ ლარი იქნება.რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის მიხედვით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 27 მლრდ ლარი იქნება.განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზის საფუძველზე, რომელიც მოსალოდნელია 5,5%-ის დონეზე. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით.2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა სამინისტროს პარლამენტის დეპუტატების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გასათვალისწინებლად 15 ოქტომბერს დაუბრუნდება. დამუშავებული ბიუჯეტი პარლამენტში ნოემბერში დაბრუნდება და მას ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანო წლის ბოლომდე დაამტკიცებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/03/262585825_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_84ba72a41d96c3dfee0bc32c26fdc4c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
მინისტრის მოადგილე: მუნიციპალიტეტების შემოსავლები უნდა გაიზარდოს
კაკაურიძის თქმით, მუნიციპალიტეტების შემოსავლების გაზრდა ნიშნავს სახელმწიფო ბიუჯეტის გარკვეულ შემცირებას.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ გადასახადებიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსების გაზრდაზე მუშაობს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში.
მუნიციპალიტეტების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული პრიორიტეტის განსახორციელებლად, 2019 წლიდან ქვეყანაში ამოქმედდა დეცენტრალიზაციის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ბიუჯეტიდან თანხების განაწილებისა და რეგიონები განვითარების ახალ სისტემას, რათა მათ შეძლონ მიიღონ მუნიციპალური შემოსავლები.
„გასულ წელს ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებაზე შევთანხმდით. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია და, ალბათ, ამ მიმართულებით მუშაობა ახალ პარლამენტთან მოგვიწევს. თუმცა, ყველა ვთანხმდებით - მუნიციპალიტეტების შემოსავლები უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა კაკაურიძემ.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტების შემოსავლების გაზრდა ნიშნავს სახელმწიფო ბიუჯეტის გარკვეულ შემცირებას.
„ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ვნახოთ, მომავალ წელს იქნება ეს შესაძლებელი თუ 2026 წლიდან", - განაცხადა კაკაურიძემ.
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში 30 სექტემბერს წარადგინა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით, 2,3 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 26,9 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, ბიუჯეტის შემოსავლები 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 21,2 მლრდ ლარი იქნება.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის მიხედვით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 27 მლრდ ლარი იქნება.
განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზის საფუძველზე, რომელიც მოსალოდნელია 5,5%-ის დონეზე. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა სამინისტროს პარლამენტის დეპუტატების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გასათვალისწინებლად 15 ოქტომბერს დაუბრუნდება. დამუშავებული ბიუჯეტი პარლამენტში ნოემბერში დაბრუნდება და მას ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანო წლის ბოლომდე დაამტკიცებს.