https://sputnik-georgia.com/20241005/macharashvili-opozicia-archevnebis-shemdeg-xalxis-nebas-ar-gaitvaliswinebs-290212044.html
დეპუტატი: ოპოზიცია დასუსტდა და არჩევნების შემდეგ ხალხის ნებას არ გაითვალისწინებს
დეპუტატი: ოპოზიცია დასუსტდა და არჩევნების შემდეგ ხალხის ნებას არ გაითვალისწინებს
Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს გაიმართება 05.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-05T19:00+0400
2024-10-05T19:00+0400
2024-10-05T19:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/01/288215672_0:0:1546:870_1920x0_80_0_0_3ac9a7b2ce3928752487c2723248dda7.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ქვეყანაში ოპოზიცია დასუსტდა და არჩევნების შემდეგ ხალხის ნების გათვალისწინებას არ აპირებს, განაცხადა განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ და როცა საქმე ევროპული პროგრამის შესრულებაზე მივა, საკმაოდ რთული იქნება სწრაფი ტემპებით წინსვლა. ამიტომაც პრეზიდენტის შეთავაზებაა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბრიუსელთან მოლაპარაკებებში საქართველოს მხარდაჭერაზე.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ოპოზიცია ქართველ ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებს, რადგანაც მათ ხალხის ნება არ აინტერესებთ.„რატომ ახორციელებენ ზეწოლას ხალხზე, რომელიც არჩევნებში ახლა იღებს მონაწილეობას, რომ დააკომპლექტოს პარლამენტი და ეუბნებიან, რომ სამ თვეში სხვანაირად დააკომპლექტებენ. შეიცვლება მოქალაქეების რაოდენობა, მოქალაქეები გაიზრდებიან თუ როგორაა? ამაზეც ემჩნევათ, რომ მათ არ სურთ ხალხის გადაწყვეტილების გათვალისწინება და პირდაპირ უნდათ, რომ ის პოლიტიკური ძალა იყოს ხელისუფლებაში, რომელსაც თავად სურთ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანია უცხოეთიდან უპრეცედენტო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/01/288215672_48:0:1348:975_1920x0_80_0_0_a18ea3cf525f96fe4a5530572d65f746.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
დეპუტატი: ოპოზიცია დასუსტდა და არჩევნების შემდეგ ხალხის ნებას არ გაითვალისწინებს
საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს გაიმართება
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ქვეყანაში ოპოზიცია დასუსტდა და არჩევნების შემდეგ ხალხის ნების გათვალისწინებას არ აპირებს, განაცხადა განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ და როცა საქმე ევროპული პროგრამის შესრულებაზე მივა, საკმაოდ რთული იქნება სწრაფი ტემპებით წინსვლა.
ამიტომაც პრეზიდენტის შეთავაზებაა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბრიუსელთან მოლაპარაკებებში საქართველოს მხარდაჭერაზე.
„ის, რომ ოპოზიცია დასუსტებულია, ამას აღიარებს „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი ზურაბიშვილი. იგი ამბობს, რომ რაღაც ტექნიკური მთავრობა, დროებითი პარლამენტი უნდა იყოს და ა.შ. მათი უსუსურობა და უაზრობა იმაშიც ჩანს, რომ რას ნიშნავს დროებითი პარლამენტი - 3 თვეში სხვა ხალხი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში?", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ოპოზიცია ქართველ ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებს, რადგანაც მათ ხალხის ნება არ აინტერესებთ.
„რატომ ახორციელებენ ზეწოლას ხალხზე, რომელიც არჩევნებში ახლა იღებს მონაწილეობას, რომ დააკომპლექტოს პარლამენტი და ეუბნებიან, რომ სამ თვეში სხვანაირად დააკომპლექტებენ. შეიცვლება მოქალაქეების რაოდენობა, მოქალაქეები გაიზრდებიან თუ როგორაა? ამაზეც ემჩნევათ, რომ მათ არ სურთ ხალხის გადაწყვეტილების გათვალისწინება და პირდაპირ უნდათ, რომ ის პოლიტიკური ძალა იყოს ხელისუფლებაში, რომელსაც თავად სურთ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანია უცხოეთიდან უპრეცედენტო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.