დედაქალაქს 25 საპატიო თბილისელი შეემატა
20:48 05.10.2024 (განახლებულია: 21:26 05.10.2024)
გამოწერა
საპატიო თბილისელის წოდების მინიჭება „თბილისობის" დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. „თბილისობის" დღესასწაულის პირველი დღის დასასრულს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საპატიო თბილისელის წოდებას ანიჭებენ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით სამშობლოსა და ერის წინაშე.
„მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დაჯილდოების ცერემონიაზე.
თბილისის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელებსს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.
თბილისის საპატიო მოქალაქეების გახდნენ:
1.
ზურაბ კახაბრიშვილი2.
მერაბ კილაძე3.
გიორგი ჭუმბურიძე4.
დიმიტრი ბეზარაშვილი5.
თენგიზ გაჩეჩილაძე6.
გიზო გაბესკირია7.
გვანჯი მანია8.
ბიძინა სონღულაშვილი9.
ნათელა ვასაძე10.
გელა ფარჩუკიძე11.
თეიმურაზ ლეჟავა12.
ნელი სალაძე13.
მზია აფრიდონიძე14.
გურამ ბათიაშვილი15.
კახა ქორიძე16.
ოლესია თავაძე17.
გოგი მარგველაშვილი18.
თამაზ გოდერძიშვილი19.
ვახტანგ ცუხიშვილი20.
ზურაბ ყიფშიძე21.
გურამ კალანდაძე (ტურეცკა)22.
ნელი კობიაშვილი23.
გივი სიხარულიძე24.
ნელი ბერაია25.
ვილი სანიოლი.დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის ლიდერები.
„თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები დედაქალაქის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ორ ლოკაციაზე - რიყეზე და ორბელიანის მოედანზე.
„თბილისობას“ 1979 წლიდან აღნიშნავენ. ეს დღესასწაული არ გამართულა თბილისისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს - 1989-1994 წლებში, თუმცა შემდგომში ტრადიცია აღდგა და ახლა თბილისელებმა უკვე იციან, თუ „თბილისობა“ არის, ესე იგი ყველაფერი კარგად არის.
2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად აღინიშნება ოქტომბრის პირველ უქმეებზე, და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე ხდებოდა.