https://sputnik-georgia.com/20241004/respublikis-moedanze-ukraina-saqartvelos-matchis-chveneba-gaimarteba-290163982.html
რესპუბლიკის მოედანზე უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენება გაიმართება
რესპუბლიკის მოედანზე უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენება გაიმართება
Sputnik საქართველო
11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები გასვლით მატჩს უკრაინის წინააღმდეგ პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გამართავს 04.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-04T10:27+0400
2024-10-04T10:27+0400
2024-10-04T11:31+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/15/286974302_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_e075033628b453e1fc3991a6227908d4.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და 11 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-უკრაინის მატჩის ღია ჩვენებას გავმართავთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები გასვლით მატჩს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. შეხვედრა 11 ოქტომბერს შედგება.საქართველოს ნაკრებმა წინა ორი მატჩი გამარჯვებით დაასრულა. 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს.10 სექტემბერს კი ეროვნულმა ნაკრებმა ტირანაში გასვლითი მატჩი ჩაატარა და ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა - მატჩში ერთადერთი გოლი, შეხვედრის 71-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.ამრიგად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ალბანეთია, მესამეზე კი ჩეხეთი. B1 ჯგუფში ბოლო ადგილზე უკრაინაა, რომელსაც ჯერჯერობით ნული ქულა აქვს.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/15/286974302_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_fe3f2f766cab6ff742467d47ddfb2446.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საზოგადოება
რესპუბლიკის მოედანზე უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენება გაიმართება
10:27 04.10.2024 (განახლებულია: 11:31 04.10.2024) 11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები გასვლით მატჩს უკრაინის წინააღმდეგ პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გამართავს
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და 11 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-უკრაინის მატჩის ღია ჩვენებას გავმართავთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები გასვლით მატჩს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. შეხვედრა 11 ოქტომბერს შედგება.
„11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ჩვენი ეროვნული ნაკრები პოლონეთში უკრაინის ნაკრებს შეხვდება. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ამჯერადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რესპუბლიკის მოედანზე ღია ჩვენებას მოვაწყობთ და ქართველ გულშემატკივარს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს“, -განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ნაკრებმა წინა ორი მატჩი გამარჯვებით დაასრულა. 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანეს.
10 სექტემბერს კი ეროვნულმა ნაკრებმა ტირანაში გასვლითი მატჩი ჩაატარა და ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა - მატჩში ერთადერთი გოლი, შეხვედრის 71-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
ამრიგად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე ალბანეთია, მესამეზე კი ჩეხეთი. B1 ჯგუფში ბოლო ადგილზე უკრაინაა, რომელსაც ჯერჯერობით ნული ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.