https://sputnik-georgia.com/20241004/ra-etapzea-lentexshi-darishxanshemcveli-narchenebis-sarkopagis-mshenebloba-290192736.html
რა ეტაპზეა ლენტეხში დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობა
რა ეტაპზეა ლენტეხში დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობა
Sputnik საქართველო
რეგიონში დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს. 04.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-04T14:13+0400
2024-10-04T14:13+0400
2024-10-04T14:20+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24088/17/240881759_0:141:1500:985_1920x0_80_0_0_8dddde98b8b015b6c63ad13f15fd3d4b.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი— Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე, რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს. მას შემდეგ, ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნები დაიხურა და დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.საქართველოს მთავრობის 2022 წლის განკარგულებით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემურ მართვასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვრა.ამავდროულად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სარკოფაგის აშენების შესახებ. პროექტის განსახორციელებლად სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა გაიარა და მშენებლობის ნებართვაც მიიღო.პირველ ეტაპზე მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირი მშენებლობა, ხოლო მეორე ეტაპზე კი დაბინძურებული საიტების გაწმენდისა და სარკოფაგის მშენებლობის სამუშაოები არის დაგეგმილი.პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და კახა კაკაბაძე.როგორც პავლიაშვილმა განაცხადა, სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის მიზნით ჩატარდა კვლევები და მომზადდა ანგარიშები. გარდა ამისა, გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა, შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლების, მეცნიერების, არასამთავრობო სექტორის და მოსახლეობის მონაწილეობით. „შედეგად, მომზადდა პროექტი და დავიწყეთ რეალური ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის“, - აღნიშნა პავლიაშვილმა.დარიშხანი ქიმიური ელემენტია, რომელიც შედის აზოტის ქვეჯგუფში. ის შხამიანი და კანცეროგენული ნახევარლითონია. გამოიყენება ბევრ სფეროში.დარიშხანით მწვავე მოწამვლის უშუალო სიმპტომებია ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. მათ მოსდევს კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტა, კუნთების კრუნჩხვები და, ყველაზე მძიმე შემთხვევებში, სიკვდილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24088/17/240881759_0:0:1500:1125_1920x0_80_0_0_5bb942e82097c2c39a8f8d0bd80b4731.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
რა ეტაპზეა ლენტეხში დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობა
14:13 04.10.2024 (განახლებულია: 14:20 04.10.2024) რეგიონში დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს.
თბილისი, 4 ოქტომბერი— Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე, რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს. მას შემდეგ, ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნები დაიხურა და დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის განკარგულებით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემურ მართვასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვრა.
ამავდროულად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდისა და ნარჩენების უსაფრთხოდ განთავსების მიზნით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სარკოფაგის აშენების შესახებ. პროექტის განსახორციელებლად სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა გაიარა და მშენებლობის ნებართვაც მიიღო.
პირველ ეტაპზე მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირი მშენებლობა, ხოლო მეორე ეტაპზე კი დაბინძურებული საიტების გაწმენდისა და სარკოფაგის მშენებლობის სამუშაოები არის დაგეგმილი.
„პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია რკინა-ბეტონის არხისა და სალექარის სამშენებლო სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ყორულდაშზე ნაპირსამაგრი დამცავი კედლის მშენებლობაც. პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ, მომავალი წლის გაზაფხულზე, მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და კახა კაკაბაძე.
როგორც პავლიაშვილმა განაცხადა, სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის მიზნით ჩატარდა კვლევები და მომზადდა ანგარიშები. გარდა ამისა, გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა, შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლების, მეცნიერების, არასამთავრობო სექტორის და მოსახლეობის მონაწილეობით.
„შედეგად, მომზადდა პროექტი და დავიწყეთ რეალური ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის“, - აღნიშნა პავლიაშვილმა.
დარიშხანი ქიმიური ელემენტია, რომელიც შედის აზოტის ქვეჯგუფში. ის შხამიანი და კანცეროგენული ნახევარლითონია. გამოიყენება ბევრ სფეროში.
დარიშხანით მწვავე მოწამვლის უშუალო სიმპტომებია ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. მათ მოსდევს კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტა, კუნთების კრუნჩხვები და, ყველაზე მძიმე შემთხვევებში, სიკვდილი.