https://sputnik-georgia.com/20241004/matikashvilma-ashsh-saelcho-dezinpormaciashi-daadanashaula-290197026.html
ხელისუფლება ოპოზიციას არ ებრძვის - დეპუტატმა აშშ-ის საელჩო დეზინფორმაციაში დაადანაშაულა
ხელისუფლება ოპოზიციას არ ებრძვის - დეპუტატმა აშშ-ის საელჩო დეზინფორმაციაში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ გეგმავს გააკეთოს ის, რაც უკვე აპრობირებულია ევროპაში. 04.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-04T20:19+0400
2024-10-04T20:19+0400
2024-10-04T20:19+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_618d153357d264f03393e1088767732f.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ხელისუფლების კრიტიკის შემცველი ბანერები დეზინფორმაციული ხასიათისაა, მათ შორის ის, სადაც საუბარია ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკული ბანერები აშშ-ის საელჩოს გვერდზე 1 ოქტომბრიდან თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება. პარასკევს გამოქვეყნდა მორიგი ბანერი წარწერით: „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ". მისი თქმით, საუბარია დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაზე.„გაცხადებული მიზანია, რომ ყველა კრიმინალი, ვინც ჩაიდინა დანაშაული ქვეყნის წინააღმდეგ, გასამართლდეს კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად“, - განაცხადა მათიკაშვილმა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ გეგმავს გააკეთოს ის, რაც უკვე აპრობირებულია ევროპაში. ამასთან, მან „სამწუხარო რეალობა“ უწოდა იმას, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ბარათების შინაარსი დეზინფორმაციაა.20 აგვისტოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის (მინიმუმ 113 მანდატი 150-დან) მიღებისთანავე დაიწყებს სამართლებრივ პროცესს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მის ორბიტაზე მყოფი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე იმ „მრავალრიცხოვანი დანაშაულისთვის“, რომელიც პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა.როგორც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მთავარია, „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს „როგორც პარტია, იდეოლოგია და რეჟიმი, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოს დადასტურებული გადაწყვეტილებით შექმნა წამების სისტემა".26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_de391de80020cba1dff5bb965b849d12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, აშშ , ქართული ოცნება , ახალი ამბები
ხელისუფლება ოპოზიციას არ ებრძვის - დეპუტატმა აშშ-ის საელჩო დეზინფორმაციაში დაადანაშაულა
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ გეგმავს გააკეთოს ის, რაც უკვე აპრობირებულია ევროპაში.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ხელისუფლების კრიტიკის შემცველი ბანერები დეზინფორმაციული ხასიათისაა, მათ შორის ის, სადაც საუბარია ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკული ბანერები აშშ-ის საელჩოს გვერდზე 1 ოქტომბრიდან თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება. პარასკევს გამოქვეყნდა მორიგი ბანერი წარწერით: „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ".
„ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო მაგალითი, რომლის შინაარსიც დეზინფორმაციაა. ვინ ებრძვის ოპოზიციას? ოპოზიციას არავინ ებრძვის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, საუბარია დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაზე.
„გაცხადებული მიზანია, რომ ყველა კრიმინალი, ვინც ჩაიდინა დანაშაული ქვეყნის წინააღმდეგ, გასამართლდეს კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ გეგმავს გააკეთოს ის, რაც უკვე აპრობირებულია ევროპაში.
„თუ პარტია აღიარებს დანაშაულს, ის არაკონსტიტუციურად გამოცხადდება, როგორც ეს ხდება ევროპაში. იმისთვის, რომ არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია, უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ამასთან, მან „სამწუხარო რეალობა“ უწოდა იმას, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ბარათების შინაარსი დეზინფორმაციაა.
20 აგვისტოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის (მინიმუმ 113 მანდატი 150-დან) მიღებისთანავე დაიწყებს სამართლებრივ პროცესს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მის ორბიტაზე მყოფი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე იმ „მრავალრიცხოვანი დანაშაულისთვის“, რომელიც პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა.
როგორც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მთავარია, „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს „როგორც პარტია, იდეოლოგია და რეჟიმი, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოს დადასტურებული გადაწყვეტილებით შექმნა წამების სისტემა".
26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.