https://sputnik-georgia.com/20241004/kobaxidze-pace-deklaracias-exmaureba-290193178.html
ტყუილითა და სიცრუით სავსე დოკუმენტი - პრემიერი PACE-ს დეკლარაციაზე
ტყუილითა და სიცრუით სავსე დოკუმენტი - პრემიერი PACE-ს დეკლარაციაზე
Sputnik საქართველო
დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და... 04.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-04T13:00+0400
2024-10-04T13:00+0400
2024-10-04T13:00+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_b1c6162073da124db8e195a5d1665154.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. დეკლარაცია „არჩევნები საქართველოში - საგანგაშო მოვლენები“, რომელსაც ხელს აწერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრი, სავსეა ტყუილითა და სიცრუით, ამიტომაც მას არავითარი ფასი არ ექნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საქართველოდან მოდის „საგანგაშო ცნობები", რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია „მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის". დოკუმენტში საუბარია ოპოზიციის კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების დაშინების ფართომასშტაბიან კამპანიაზე.მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი და საარჩევნო პროცესი უპრეცენდენტოდ მშვიდ, ჯანსაღ გარემოში მიმდინარეობს.„საარჩევნო პროცესებზე გელაპარაკებით. სად იყო ან დაშინება, ან მოსყიდვა, ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება? არ ყოფილა და ამიტომ არის სიცრუით სავსე ეს განცხადება", - აღნიშნა პრემიერმა. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალონ კურსი.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „გლობალური ომის პარტია" ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე.„რომელიმე დასკვნაში სად არის ერთი ფაქტი, ამიტომ გეუბნებით, რომ გინდა 24 დეპუტატი იყოს და გინდა 240, როცა ტყუილებით არის სავსე ასეთი დოკუმენტები, მათ ვერ ექნებათ, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი“, - განაცხადა კობახიძემ.26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.გლობალური ომის პარტიაუკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.ამასთან, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა და საქართველოზე ზეწოლა შემცირდება.როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას". ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეარყიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412417_200:0:1979:1334_1920x0_80_0_0_6667ceb864e82136c47f2805a590436c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ტყუილითა და სიცრუით სავსე დოკუმენტი - პრემიერი PACE-ს დეკლარაციაზე
დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალონ კურსი.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. დეკლარაცია „არჩევნები საქართველოში - საგანგაშო მოვლენები“, რომელსაც ხელს აწერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრი, სავსეა ტყუილითა და სიცრუით, ამიტომაც მას არავითარი ფასი არ ექნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საქართველოდან მოდის „საგანგაშო ცნობები", რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია „მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის". დოკუმენტში საუბარია ოპოზიციის კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების დაშინების ფართომასშტაბიან კამპანიაზე.
„ჯერ ერთი, 24-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. 24-იც რომ არ ყოფილიყო და რომ ყოფილიყო 240 ან ევროსაბჭოს 600-ზე მეტი წევრი, თუნდაც რომ ყოფილიყო 600, რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებით, სიცრუით", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი და საარჩევნო პროცესი უპრეცენდენტოდ მშვიდ, ჯანსაღ გარემოში მიმდინარეობს.
„საარჩევნო პროცესებზე გელაპარაკებით. სად იყო ან დაშინება, ან მოსყიდვა, ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება? არ ყოფილა და ამიტომ არის სიცრუით სავსე ეს განცხადება", - აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალონ კურსი.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „გლობალური ომის პარტია" ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე.
„რომელიმე დასკვნაში სად არის ერთი ფაქტი, ამიტომ გეუბნებით, რომ გინდა 24 დეპუტატი იყოს და გინდა 240, როცა ტყუილებით არის სავსე ასეთი დოკუმენტები, მათ ვერ ექნებათ, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი“, - განაცხადა კობახიძემ.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
ამასთან, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა და საქართველოზე ზეწოლა შემცირდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.
„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას". ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეარყიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიონ.