უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2024
გამოწერა
უახლოეს დღეებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდება
თბილისი, 3 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 4-7 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 23-25 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 27-29 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 28-30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 24-26 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-20 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 23-25 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22-24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 15-17 გრადუსი დაფიქსირდება.
ყველა ახალი ამბავი
0