https://sputnik-georgia.com/20241003/saqartvelos-bazarze-transavia-france--shemodis-290157347.html
საქართველოს ავიაბაზარზე Transavia France შემოდის
საქართველოს ავიაბაზარზე Transavia France შემოდის
Sputnik საქართველო
ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს 03.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-03T13:17+0400
2024-10-03T13:17+0400
2024-10-03T13:17+0400
საქართველო
საფრანგეთი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/15/287457283_0:101:3462:2048_1920x0_80_0_0_8c616df5b76b039e32d469ad571a665a.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოდის, მომავალი წლიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს Transavia France იწყებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელს ავიაკომპანიასთან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა.„მნიშვნელოვანია, რომ Transavia France თბილისში პარიზის, ორლის აეროპორტიდან იფრენს. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთის დედაქალაქი საქართველოს დედაქალაქთან უკვე ორი აეროპორტის საშუალებით იქნება დაკავშირებული, ხოლო პარიზის მესამე აეროპორტში (ბოვე) ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება“, -განაცხადა ქარქაშაძემ.Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს.ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/15/287457283_731:0:3462:2048_1920x0_80_0_0_8ab1ae8c40b7a64bd3d4e2a433e1e48c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ავიაბაზარზე Transavia France შემოდის
ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს
თბილისი, 2 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოდის, მომავალი წლიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს Transavia France იწყებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელს ავიაკომპანიასთან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა.
„მნიშვნელოვანია, რომ Transavia France თბილისში პარიზის, ორლის აეროპორტიდან იფრენს. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთის დედაქალაქი საქართველოს დედაქალაქთან უკვე ორი აეროპორტის საშუალებით იქნება დაკავშირებული, ხოლო პარიზის მესამე აეროპორტში (ბოვე) ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება“, -განაცხადა ქარქაშაძემ.
Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს.
ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის
ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.