ოქტომბრის ერთა ლიგის მატჩებისთვის სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

© Courtesy of Nakrebiვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2024
გამოწერა
გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის ერთი დებიუტანტია – „სარაევოს“ ფორვარდი, 23 წლის გიორგი გულიაშვილი.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უეფას ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებში უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამოძახებული 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა.
უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, საქართველოს ნაკრები კი ალბანეთს 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.
გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის ერთი დებიუტანტია – „სარაევოს“ ფორვარდი, 23 წლის გიორგი გულიაშვილი. საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს, პოლონეთში დაიწყებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“ არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), სოლომონ კვერკველია („დინამო თბილისი“), ლაშა დვალი (აპოელ, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), ლევან შენგელია (ოფი, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0