https://sputnik-georgia.com/20241003/saarchevno-kodeqsis-dargvevistvis-mauwyeblebi-gaaprtiles-290184679.html
საარჩევნო კოდექსის დარღვევის გამო მაუწყებლები გააფრთხილეს
საარჩევნო კოდექსის დარღვევის გამო მაუწყებლები გააფრთხილეს
Sputnik საქართველო
კომისია გაფრთხილებით შემოიფარგლა, რადგან ეს იყო ბოლო წლის მანძილზე წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნების წესის პირველი დარღვევა. 03.10.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-10-03T21:00+0400
2024-10-03T21:00+0400
2024-10-03T22:09+0400
საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24856/61/248566127_0:213:2883:1835_1920x0_80_0_0_ce1832fc288b198964b8083da2fb7f03.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ღირებულების დაგვიანებით გამოქვეყნების წესის დარღვევისთვის ათი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.გაფრთხილება მიიღეს შემდეგმა მაუწყებლებმა: BMG, „ალტ-ინფო", „ტელერადიოკომპანია ქვემო ქართლი", „მარნეული TV", „აფხაზეთის მედიაცენტრი, „მომავლის რეკლამა", „იმპერია", „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმა", Med FM და „მედია ჯგუფი".ეროვნული კომისიის ცნობით, მაუწყებლებმა ფასიანი საარჩევნო რეკლამის ფასი წარადგინეს 1-ელი სექტემბრის შემდეგ და არა საარჩევნო კოდექსის შესაბამისად არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში ხუთი კალენდარული დღის ვადაში.კომისია გაფრთხილებით შემოიფარგლა, რადგან ეს იყო ბოლო წლის მანძილზე წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნების წესის პირველი დარღვევა.რეკლამა მედიაშისაქართველოში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფი ყველა ტელევიზიაში წინასწარ არის ცნობილი და დამოკიდებულია მაუწყებლებზე - ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს.მაუწყებლები ვალდებული არიან საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ განაცხადონ ამის შესახებ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად წარუდგინონ შემდეგი ინფორმაცია:ამასთან, ტელე ან რადიოკომპანიის მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის მთლიანი მოცულობის 15%-ს. არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს მითითებული დროის მესამედზე მეტი.პოლიტიკური/საარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფა რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა.თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ ისარგებლა მისთვის გამოყოფილი საეთერო დროით, მაუწყებლობაზე ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს აღნიშნული დრო დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს შორის თანაბრად გადაანაწილოს.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24856/61/248566127_76:0:2807:2048_1920x0_80_0_0_d04dc3fca9493adb9578a84bf6e59d61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები
საარჩევნო კოდექსის დარღვევის გამო მაუწყებლები გააფრთხილეს
21:00 03.10.2024 (განახლებულია: 22:09 03.10.2024) კომისია გაფრთხილებით შემოიფარგლა, რადგან ეს იყო ბოლო წლის მანძილზე წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნების წესის პირველი დარღვევა.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ღირებულების დაგვიანებით გამოქვეყნების წესის დარღვევისთვის ათი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
გაფრთხილება მიიღეს შემდეგმა მაუწყებლებმა: BMG, „ალტ-ინფო", „ტელერადიოკომპანია ქვემო ქართლი", „მარნეული TV", „აფხაზეთის მედიაცენტრი, „მომავლის რეკლამა", „იმპერია", „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმა", Med FM და „მედია ჯგუფი".
ეროვნული კომისიის ცნობით, მაუწყებლებმა ფასიანი საარჩევნო რეკლამის ფასი წარადგინეს 1-ელი სექტემბრის შემდეგ და არა საარჩევნო კოდექსის შესაბამისად არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში ხუთი კალენდარული დღის ვადაში.
კომისია გაფრთხილებით შემოიფარგლა, რადგან ეს იყო ბოლო წლის მანძილზე წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნების წესის პირველი დარღვევა.
საქართველოში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფი ყველა ტელევიზიაში წინასწარ არის ცნობილი და დამოკიდებულია მაუწყებლებზე - ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს.
მაუწყებლები ვალდებული არიან საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ განაცხადონ ამის შესახებ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად წარუდგინონ შემდეგი ინფორმაცია:
რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გათვალისწინებული საეთერო დრო;
ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგრძლივობა და განრიგი;
ამასთან, ტელე ან რადიოკომპანიის მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის მთლიანი მოცულობის 15%-ს. არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს მითითებული დროის მესამედზე მეტი.
პოლიტიკური/საარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფა რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა.
თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ ისარგებლა მისთვის გამოყოფილი საეთერო დროით, მაუწყებლობაზე ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს აღნიშნული დრო დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს შორის თანაბრად გადაანაწილოს.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.